ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა – არის მსხვერპლი

ირანის დედაქალაქ თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოს შეიარაღებულმა პირი თავს დაესხა.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმას აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი ემსხვერპლა. დაჭრილია დაცვის კიდევ ორი წევრი. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები