,,ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ თბილისი 24 თებერვალს იყოს სავსე ქუჩებით”- გიორგი ვაშაძე

,,მერწმუნეთ, პოლონეთში ჩასული ბაიდენი თუ რამეს მიაქცევს ყურადღებას, სწორედ მრავალათასიან შეკრებას, ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ თბილისი 24 თებერვალს იყოს სავსე ქუჩებით,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, 24 თებერვალი  უნდა იყოს ნდობის აღდგენის დღე.

„ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ კიდევ მეტი შევიკრიბოთ ჩვენ თბილისში. ჩვენც იქვე ვართ და ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ თბილისი ამ დროს იყოს სავსე ქუჩებით. მერწმუნეთ, პოლონეთში ჩასული ბაიდენი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, თუ რამეს მიაქცევს ყურადღებას, სწორედ ამ მრავალათასიან შეკრებას თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის, ქართველი ხალხის, რომლისაც ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ნამდვილად სჯერა. ახლა მთავარია, ჩვენ დავიჯეროთ. 24 თებერვალი მათ შორის უნდა იყოს ნდობის აღდგენის დღე. ასე დავარქვათ – ნდობის აღდგენის დღე ერთმანეთში, რომ მართლაც იმ პროცესს ვიწყებთ, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ჯო ბაიდენი, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, ევროპაში ვიზიტს გეგმავს – მედია

მსგავსი თემები