აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლისთვის კიევში ამერიკელი აუდიტები იმყოფებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლისთვის კიევში ამერიკელი აუდიტები იმყოფებიან.

თქმით, აშშ აგრძელებს უკრაინის დახმარებას რეფორმებისა და ანტიკორუფციული ზომების გატარებაში.

„ადმინისტრაცია მომავალშიც კონცენტრირებული იქნება იმაზე, რომ არ დაუშვას დახმარებისა და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, საკონსულტაციო კომპანია Deloitte-თან და აშშ-ის სამთავრობო აუდიტორების ჯგუფთან, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში კიევში იმყოფებიან”, – განაცხადა ნულანდმა.

 

მსგავსი თემები