ჯო ბაიდენი, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, ევროპაში ვიზიტს გეგმავს – მედია

მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად ევროპაში ჩასვლას გეგმავს.

მედიის ცნობით,ვიზიტი 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან იქნება დაკავშირებული.

განიხილება რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტი ეწვიოს, მათ შორისაა პოლონეთი.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ თებერვლის ბოლოს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტის გამოცხადებას.

მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დადასტურდეს აშშ-ის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ომი ახალ ფაზაში შედის.

მსგავსი თემები