,,ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალს ხედავს თავისთვის”- სერგეი ლავროვი

,,ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალს ხედავს თავისთვის და რუსეთი მას ამაში ვერ დაეხმარება,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკის გაგება ძალიან რთულია.

„რაც შეეხება ევროკავშირის გარკვეული ქმედებებისა თუ უმოქმედობის მიზეზებს, მიჭირს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ახლა, ზოგადად, ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა არის ევროკავშირის პოლიტიკა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ მოაწერეს ხელი ნატო-სთან სრული თანამშრომლობის დეკლარაციას. მათ უბრალოდ უნდა გადაწყვიტონ, რა მომავალს გეგმავენ საკუთარი თავისთვის. აქ ჩვენ მათ ვერანაირად ვერ დავეხმარებით, მაგრამ არც ხელს შევუშლით“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები