ღაზას სექტორიდან რაკეტები ისროლეს – ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა

პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს, რომელიც სარაკეტო თავდაცვამ მოიგერია.

ამ დროისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს მსხვერპლი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს, ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა ხუთშაბათს ქალაქ ჯენინში მოკლეს ცხრა პალესტინელი და რამდენიმე დაჭრეს, რის გამოც პალესტინის ხელისუფლებამ შეაჩერა უსაფრთხოების კოორდინაცია ისრაელთან.

ისრაელის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, ისინი  მოქმედებდნენ ჯენინში, რათა დაეკავებინათ “ტერორისტული რაზმი, რომელიც ეკუთვნის ტერორისტულ ორგანიზაციას ისლამურ ჯიჰადს”.

“ისლამური ჯიჰადის ტერორისტები მონაწილეობდნენ მრავალი ძირითადი ტერორისტული თავდასხმის განხორციელებასა და დაგეგმვაში, მათ შორის თავდასხმების სროლა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებზე და ისრაელის სამოქალაქო პირებზე”, –  ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების, ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ განცხადებაში.

მსგავსი თემები