კანადა უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს

კანადა უკრაინას, უახლოეს მომავალში, Leopard 2-ის ტიპის 4 ტანკს გადასცემს.

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, უკრაინას ავღანეთის ომის დროს ნიდერლანდებიდან შეძენილ Leopard 2 A4-ის მოდელებს გაუგზავნიან.

ამასთან, კანადა სამხედროებს გაგზავნის, რათა ევროპის ქვეყნებს უკრაინელი სამხედროების მომზადებაში დაეხმარონ.

 

მსგავსი თემები