ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტი მოამზადა – მედია

”ბლუმბერგის” ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რაც ომში რუსეთის მხარდაჭერას უკავშირდება.

მათივე ცნობით, სანქციები დიდწილად იმეორებს იმ შეზღუდვებს, რომლებიც ევროკავშირმა უკვე დაუწესა რუსეთს – ძირითადად ტექნოლოგიების ექსპორტსა და ენერგეტიკულ სექტორზე.

მედიის ინფორმაციით, სანქციები შეეხება: ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, რომლებიც გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის და შეუძლია გააძლიეროს ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი; ნავთობის, ნახშირის, ფოლადის ნაწარმსა და ოქროს; სავაჭრო შეზღუდვები ფუფუნების საქონელზე, ინვესტიციებზე და გარკვეული სერვისების მიწოდებაზე; ზომები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიაციაზე  და ენერგეტიკის სექტორზე, ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყაროებზე.

 

მსგავსი თემები