ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო- სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. დაგეგმილია ასევე ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

მეტი...

ფოთის ნაწილს ძლიერი ქარის გამო წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება

ფოთში ძლიერი ქარის შედეგად ხეები წაიქცა და დაზიანდა ელექტრობოძები. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. შესაბამისი სამსახურების ტექნიკური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ და მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. გაძლიერებულია აღმოსავლეთის ქარი, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული სანაპირო ზოლზე.

მეტი...

,,არ ვიცოდი, გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი თუ ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის”- ანა ბუჩუკური

,,არ ვიცოდი, რომ გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“…ჩამოყალიბდნენ – გიორგი გახარია „კოკაიშნიკია“, ამერიკის აგენტია, რუსეთის აგენტია,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ანა ბუჩუკური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მსგავსი ჩანაწერების მონტაჟი და მანიპულირება ნაცნობი და ახლო ჟანრია, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს. რაც არ უნდა ამონტაჟონ, გაავრცელონ, „ნაც-ქოცურ“ ჭაობში ჩართვას არ ვაპირებთ. გიული ალასანიას ამ ნალაპარაკებზე კომენტარი ცოტა სერიოზული არ მგონია. არ ვიცოდი, რომ გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“.…

მეტი...

ბელარუსში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანდრეი დმიტრიევი დააკავეს

ბალარუსელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოს 2020 წლის  საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა, დააკავეს. 41 წლის ანდრეი დმიტრიევი ლუკაშენკოს საწინააღმდეგო სოციალურ მოძრაობას ხელმძღვანელობს. ის გუშინ, 11 იანვარს მინსკში დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

მეტი...

ჯო ბაიდენის გუნდმა საიდუმლო დოკუმენტები კიდევ ერთ ლოკაციაზე აღმოაჩინა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო დოკუმენტები კიდევ ერთ ადგილას აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის და სად აღმოაჩინეს დამატებითი დოკუმენტები. ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი გრიფით საიდუმლო დოკუმენტების 10 ფაილი პრეზიდენტის პირადმა ადვოკატებმა პენ ბაიდენის დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ანალიტიკურ ცენტრში ნოემბერში აღმოაჩინეს. ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს. საკითხს ამჟამად იუსტიციის დეპარტამენტი სწავლობს. გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკურ ცენტრში, რომელსაც ჯო ბაიდენი ოფისად იყენებდა 2017-2020 წლებში, ინახებოდა აშშ-ის სადაზვერვო ჩანაწერები, ასევე უკრაინასთან, ირანთან და დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ბრიფინგების მასალები. ჯო ბაიდენის განცხადებით, თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 113 990 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსეთის ის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნული მონაცემები 24 თებერვლიდან 12 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 113 990; ​ტანკი – 3 094; ჯავშანტექნიკა – 6 159; საარტილერიო სისტემა – 2082 სარაკეტო სისტემა – 437; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 218; თვითმფრინავები – 285; ვერტმფრენი – 276; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 865; საკრუიზო რაკეტები – 723; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 826; გემი/ნავი/კატარღა – 17;​ სპეციალური აღჭურვილობა – 184.

მეტი...

,,გამოვთქვი შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება”- ურმას რეინსალუ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს , ურმას რეინსალუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. „განვაცხადე, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ასევე გამოვხატე შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“, – წერს ესტონეთის საგარეო მინისტრი.

მეტი...

ლონდონში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ლონდონში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის საკათედრო ტაძრის ადმინისტრაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „მწუხარებით ვიუწყებით, რომ გუშინწინ გარდაიცვალა ლონდონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ბ-ნი ბესო ზედგენიძე. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა თანა! ოჯახის წევრებს და მეგობრებს ვუსამძიმრებთ და ვუსურვებთ ღვთისგან შემწეობას ამ დიდ განსაცდელში!“ – ნათქვამია ფეისბუკ პოსტში.

მეტი...

საბერძნეთში 15 წლის ბიჭი ჯგუფურად გააუპატიურს

საბერძნეთში 15 წლის ბიჭი ჯგუფურად გააუპატიურს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთი ბრალდებული 14 წლის მოზარდი გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლეს და იგი ახლა სოციალური მუშაკების მონიტორინგის ქვეშაა. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, რათა გაირკვეს, იყო თუ არა მოზარდების მიერ გადაღებული ვიდეოები გადაგზავნილი პორნოგრაფიული საიტებისთვის.

მეტი...

,,რუსეთმა უნდა გადაიხადოს“- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ესტონელ კოლეგასთან, ურმას რეინსალუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის დროს უკრაინის სამხედრო საჭიროებები განიხილა. „სატელეფონო საუბრისას მე და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ურმას რეინსალუმ განვიხილეთ უკრაინის სამხედრო საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებაც ესტონეთს შეუძლია. მოუთმენლად ველი კარგ ამბებს“, – წერს კულება. კულებამ  მადლობა გადაუხადა ესტონეთს კომპენსაციის მექანიზმთან დაკავშირებული ინიციატივისთვის. „ხაზი გავუსვი, რომ ეს არის ჩვენი მშვიდობის ფორმულის მნიშვნელოვანი ელემენტი, რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ – წერს დმიტრო კულება.

მეტი...

დაბალი ტემპერატურის გამო დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება

დედაქალაქში მოსული თოვლის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოებს განაგრძობს. ტექნიკური მარილი მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა დედაქალაქის ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე და თბილისს შემოერთებული ტერიტორიების გზებზე. დაბალი ტემპერატურის გამო სამუშაოები დილიდანვე გაგრძელდა. „ყინვის გამო გზები მოლიპულია. გზის გაწმენდის სამუშაოებში, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია 350-მდე თანამშრომელი. იწმინდება არა მარტო ცენტრალური გზები და მოედნები, არამედ ბორდიურები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები. ჯამში 1000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა ბოლო დღეების განმავლობაში. სამუშაოებში 30-ზე მეტი სპეცტექნიკაა ჩართული. პრიორიტეტულია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება. კოორდონაციაში ვართ საპატრულო…

მეტი...

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბა – დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს. “დაწყევლილი მტერი კვლავ ცინიკურად დაესხა თავს ჩვენს ღამის ქალაქს. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი”, – განაცხადა ანატოლი კურტევი. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. “წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ადგილზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ”, – წერს კურტევი.

მეტი...

აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა

აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა. „სიენენის“ ინფორმაციით, ხარვეზის სრულად აღმოფხვრას ტექნიკური სამსახური ამ დრომდე ცდილობს. ფრენების ნაწილი დღის განმავლობაში შესრულდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც გამოძიება და ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.

მეტი...

აფეთქება ქაბულში – დაიღუპა 5, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40-ზე მეტი. „როიტერის” ინფორმაციით, შემთხვევა საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროების სიახლოვეს მოხდა, სადაც ჩინეთის დელეგაციას ელოდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

მეტი...

პარიზის რკინიგზის სადგურზე შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა

პარიზში Gare du Nord-ის სადგურზე, ცივი იარაღით შეიარაღებული კაცი ექვს ადამიანს თავს დაესხა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელს პოლიციამ რამდენჯერმე ესროლა, ის მძიმე დაზიანებებით საავამდყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

3 ავტომობილი გზიდან გადავარდა – ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისი – შინდისის გზაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კრწანისი – შინდისის გზაზე. ამის შესახე ინფორმაციას  სოციალურ ქსელში გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. მათივე ცნობით, გაყინული გზის გამო 3 ავტომობილი გზიდან გადავარდა. ერთს კი, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

,,ბრძოლა გრძელდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი რუსული ძალების ხელში არ გადასულა. „ახლა ტერორისტი სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ სოლედარის გარკვეული ნაწილი, რომელიც სრულად განადგურებულია ოკუპანტების მიერ, რუსეთის გარკვეულ მიღწევას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, თავიანთ საზოგადოებას წარმოუჩინონ ისე, რომ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას ემხრობა. თუმცა ბრძოლა გრძელდება, დონეცკის მიმართულება დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...