ჯო ბაიდენის გუნდმა საიდუმლო დოკუმენტები კიდევ ერთ ლოკაციაზე აღმოაჩინა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო დოკუმენტები კიდევ ერთ ადგილას აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის და სად აღმოაჩინეს დამატებითი დოკუმენტები.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი გრიფით საიდუმლო დოკუმენტების 10 ფაილი პრეზიდენტის პირადმა ადვოკატებმა პენ ბაიდენის დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ანალიტიკურ ცენტრში ნოემბერში აღმოაჩინეს. ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს. საკითხს ამჟამად იუსტიციის დეპარტამენტი სწავლობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკურ ცენტრში, რომელსაც ჯო ბაიდენი ოფისად იყენებდა 2017-2020 წლებში, ინახებოდა აშშ-ის სადაზვერვო ჩანაწერები, ასევე უკრაინასთან, ირანთან და დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ბრიფინგების მასალები.

ჯო ბაიდენის განცხადებით, თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მსგავსი თემები