აფეთქება ქაბულში – დაიღუპა 5, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40-ზე მეტი.

„როიტერის” ინფორმაციით, შემთხვევა საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროების სიახლოვეს მოხდა, სადაც ჩინეთის დელეგაციას ელოდნენ.

თვითმხილველთა განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

მსგავსი თემები