,,რუსეთმა უნდა გადაიხადოს“- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ესტონელ კოლეგასთან, ურმას რეინსალუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის დროს უკრაინის სამხედრო საჭიროებები განიხილა.

„სატელეფონო საუბრისას მე და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ურმას რეინსალუმ განვიხილეთ უკრაინის სამხედრო საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებაც ესტონეთს შეუძლია. მოუთმენლად ველი კარგ ამბებს“, – წერს კულება.

კულებამ  მადლობა გადაუხადა ესტონეთს კომპენსაციის მექანიზმთან დაკავშირებული ინიციატივისთვის.

„ხაზი გავუსვი, რომ ეს არის ჩვენი მშვიდობის ფორმულის მნიშვნელოვანი ელემენტი, რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ – წერს დმიტრო კულება.

მსგავსი თემები