,,გამოვთქვი შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება”- ურმას რეინსალუ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს , ურმას რეინსალუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

„განვაცხადე, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ასევე გამოვხატე შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“, – წერს ესტონეთის საგარეო მინისტრი.

მსგავსი თემები