რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბა – დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დაწყევლილი მტერი კვლავ ცინიკურად დაესხა თავს ჩვენს ღამის ქალაქს. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი”, – განაცხადა ანატოლი კურტევი.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.

“წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ადგილზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ”, – წერს კურტევი.

მსგავსი თემები