,,ბრძოლა გრძელდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი რუსული ძალების ხელში არ გადასულა.

„ახლა ტერორისტი სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ სოლედარის გარკვეული ნაწილი, რომელიც სრულად განადგურებულია ოკუპანტების მიერ, რუსეთის გარკვეულ მიღწევას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, თავიანთ საზოგადოებას წარმოუჩინონ ისე, რომ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას ემხრობა. თუმცა ბრძოლა გრძელდება, დონეცკის მიმართულება დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები