ფოთის ნაწილს ძლიერი ქარის გამო წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება

ფოთში ძლიერი ქარის შედეგად ხეები წაიქცა და დაზიანდა ელექტრობოძები. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. შესაბამისი სამსახურების ტექნიკური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ და მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.

გაძლიერებულია აღმოსავლეთის ქარი, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული სანაპირო ზოლზე.

მსგავსი თემები