„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში „ისკანდერების“ კრიტიკული მარაგი უკვე გამოიყენა და საერთო რაოდენობის მხოლოდ 11-13% დარჩა” – ალექსეი რეზნიკოვი

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში „ისკანდერების“ კრიტიკული მარაგი უკვე გამოიყენა და საერთო რაოდენობის მხოლოდ 11-13% დარჩა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა გამოცემა LB-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია, „ისკანდერების“ წარმოება.

„ჩვენ დავთვალეთ, რამდენი გაუშვეს ჩვენკენ, რამდენი ჰქონდათ და რამდენი დარჩათ. მათ კრიტიკული მარაგი ამოწურეს, დარჩათ „ისკანდერების“ დაახლოებით 11-13%. თავიათი საბჭოთა კლასიკური ნორმებით, მათ უნდა შეინარჩუნონ მარაგი 25-30%-ის დონეზე. ისინი უვე ამ მარაგს იყენებენ. იგივე ხდება „კალიბრების“ თვალსაზრისით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, მანამდე რუსეთი „ისკანდერის“ რაკეტებს ისროდა როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო პოზიციებიდან, ასევე უშვებდა აღნიშნულ რაკეტებს ბელარუსის ტერიტორიიდანაც.

„თუმცა ახლა, როდესაც ვხედავთ, რამდენი და რა ტიპის რაკეტა მოფრინავს ჩვენთან, ვრწმუნდებით, რომ ისინი არ იყენებენ „ისკანდერებს“, რადგან არ შეუძლიათ მათი წარმოება“, – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები