ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის პოსტიდან ხუან გუაიდოს გათავისუფლებას ოპოზიციამ მხარი დაუჭირა

ვენესუელის ოპოზიციურმა ეროვნულმა ასამბლეამ ხუან გუაიდოს დროებითი პრეზიდენტის პოსტიდან გათავისუფლებას და მისი მთავრობის დათხოვნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გუაიდოს გათავისუფლებას ოთხი მსხვილი ოპოზიციური ჯგუფიდან მხარი სამმა დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ გუაიდო კანონმდებლებს მოუწოდებდა, დროებითი მთავრობის დათხოვნის ნაცვლად, დროებითი პრეზიდენტის თანამდებობაზე ის სხვა კანდიდატით ჩაენაცვლებინათ.

2018 წელს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის შედეგებით გამარჯვება ნიკოლას მადურომ მოიპოვა. 2019 წლის დასაწყისში ხუან გუაიდომ, რომელიც მაშინ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იყო, თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მას აშშ-მა და ათობით სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსგავსი თემები