„ამ წლის ტკივილიც და იმედიც უკრაინამ შექმნა, ამიტომ დღეს გმირთა მოედანზე ვიხსენებთ დაღუპულ გმირებს” – ელენე ხოშტარია

დღეს 9 საათზე გმირთა მოედანზე უკრაინაში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად შეიკრიბებიან.

ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

ამ წლის ტკივილიც და იმედიც უკრაინამ შექმნა, კერძოდ, იმ ხალხმა, ვინც იბრძვის ჩვენი მშვიდობისთვის.

ამიტომ პირველ რიგში, ამ ახალ წელს ვიხსენებ დაღუპულ გმირებს და დღეს 9 საათზე გმირთა მოედანზე მივალთ.

ასევე, ჩემი პატივისცემა მინდა გამოხვატო იმ ასეულობით ადამიანის მიმართ, ვინც წელს საკუთარ ხარჯზე უკრაინელები შეინახა ჩვენს ქვეყანაში. ზოგმა 5 ლარით, ზოგმა 5 000 ლარით და მეტით, ზოგმა ბინის დათმობით, ტკბილეულით, თბილი ტანსაცმლით და სხვა. მგონია, რომ ამანაც ჩვენ ქვეყანას სახე შეუნარჩუნა.

მესამე პრეზიდენტისა და ნიკა გავრამიას მიმართ მინდა ასევე ამ განსაცდელში მხარდაჭერა გამოვხატო.

ასევე ძალიან მინდა, საცივის გარდა ამ ახალ წელს გვაერთიანებდეს ადამიანის სიცოცხლის, ღირსების და თავისუფლების ფასეულობები, რაც სწორედ 2023 წელს ბოროტების იმპერიას დაანგრევს და მოგვცემს საშუალებას ენერგია ქვეყნის არა ნგრევაზე, არამედ გაუმჯობესებაზე მივმართოთ.

გილოცავთ 2023 წელს”, – წერს ელენე ხოშტარია.

მსგავსი თემები