მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

2022 წლის 31 დეკემბერს მომსახურების სააგენტო იმუშავებს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე;

2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს, ხოლო  2023 წლის 9 იანვრიდან სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გასვლა 2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2023 წლის 9 იანვრიდან მიეცემათ;იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 9 იანვარი.

მსგავსი თემები