გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, 30-ვე შემთხვევა იყო მსუბუქი და ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.​

„დამწვრობის ცენტრში დეკემბერში 30 პაციენტი შემოვიდა. საბედნიეროდ, იყო უმნიშვნელო დამწვრობები. დაშავებულებს არ დასჭირვებიათ სტაციონარში მკურნალობა, თუმცა, ჩვენი გამოცდილებით, სერიოზული შემთხვევები ჯერ კიდევ წინ არის“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამასთან, გუგა ქაშიბაძემ მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი. ეს არ არის ნივთი, რომლითაც ოჯახში ბავშვები გაერთობიან. ფრთხილად უნდა იყვნენ. სულ რომ ზედმიწევნით დავიცვათ ინსტრუქცია, გარკვეული შემთხვევებისას მაინც შეიძლება, სერიოზული ტრავმა მივიღოთ. სჯობს, საერთოდ არ გაეკარონ და არ ააფეთქონ“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მსგავსი თემები