ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ლეკვების გაჩუქების აქცია გამართა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის რაიონში, ილია ვეკუას ქუჩა N16ა-სთან მოწყობილ საახალწლო სოფელში ლეკვების გაჩუქების აქცია გამართა.
გასაჩუქებლად გამოყვანილი იყვნენ დაკარგული, პატრონების მიერ მიტოვებული და მიუსაფარი ლეკვები.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველების რეგისტრაციისა და სტერილიზაციის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. ასევე, მომავალ მეპატრონეების მათი მოვალეობებისა და ცხოველებისათვის საჭირო ვეტერინარულ პროცედურებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
გაჩუქების აქცია გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის მხარდაჭერით ჩატარდა.
შინაური ცხოველის აყვანის მსურველებს ძაღლებისა და კატების ჩუქება მუნიციპალური თავშესაფრიდან ნებისმიერ დღეს შეუძლიათ.
მიმდინარე წელს თავშესაფრიდან 540-ზე მეტი ძაღლი და 130-მდე კატა დაბინავდა.

მსგავსი თემები