დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინამ ომის ათი თვის განმავლობაში თავდაცვაზე დაახლოებით 32,6 მილიარდი დოლარი დახარჯა

უკრაინამ ომის ათი თვის განმავლობაში თავდაცვაზე 1,2 ტრილიონი გრივნა, ანუ დაახლოებით 32,6 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მთავრობის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა.

„ფართომასშტაბური ომის განმავლობაში მთავრობამ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორზე 1,2 ტრილიონ გრივნაზე მეტი გამოყო. ჩვენ არსებითად გავუზარდეთ ხელფასები ყველა სამხედროს, 250 მილიარდ გრივნაზე მეტი გამოიყო შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვისა და მოდერნიზაციისთვის, რომელიც ეფექტიანად ანადგურებს ოკუპანტებს“, – განაცხადა შმიგალმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოკავშირეებისგან მიღებულმა ეკონომიკურმა დახმარებამ 31 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამასთან, ამჟამინდელი შეფასებით, უკრაინის აღდგენას 700 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება. უკრაინა იმედოვნებს, რომ ამ მიზანს დასავლეთის მიერ გაყინული რუსული აქტივები მოხმარდება.

მსგავსი თემები