„ყველა პრემიერისკენ იშვერს ხელს – ვატარებთ გამაფრთხილებელ აქციას“ – რაგბის კლუბების წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„შეიქმნა ფორუმი, ჩატარდა არჩევნები ლეგიტიმურად, ოქმები მივიტანეთ საჯარო რეესტრში და იუსტიციის სამინისტრომ უკანონობა დააკანონა, რასაც ვაპროტესტებთ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მორაგბე ბობა კვინიხიძემ ირაკლი აბუსელიძის მიმართ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

მორაგბეები იმ პროცედურებს აპროტესტებენ, რაც მათი თქმით რაგბის სფეროში არჩევნების შემდეგ განვითარდა, როგორც ისინი აცხადებენ, პროცესები პოლიტიზირებული გახდა და მათში ჩინოვნიკების ინტერესები იკვეთება:

„თითქმის ყველა გუბერნატორი ორკესტრირებულად უტევდნენ ჩვენს მხარდამჭერ გუნდებს, ჩვენ გავაშიშვლებთ ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ამაში მონაწილეობდა, ყველა მათგანი კი პრემიერისკენ იშვერს ხელს, ამიტომაც დავაანონსეთ აქცია ხუთშაბათს, რომელიც იქნება გამაფრთხილებელი, ჩვენთვის არჩევნების და გამარჯვების წართმევა უნდათ, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს .

შემოგდება უნდათ ვინმე ტყემალაძის, ახლა ტაქტიკა შეცვალეს და გუნდების მოსყიდვა უნდათ, ასახელებენ კოლოსალურ თანხებს, რომ გადაუხდიან, ან საიდან მოაქვთ ეს ფული საინტერესოა, თუ ძაან “დაუკრეფავებში” გადავა ეს სიტუაცია მოუწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა.“ – განაცხადა ბობა კვინიხიძემ “მედიაცენტრ მთავარში”

მორაგბეებმა ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიაწოდეს, მათივე თქმით ფრანგული პრესა, დღეს ქართულ რაგბზე წერს:

„გამგეობას ყრილობამ შეუჩერა უფლებამოსილება, ბავშვობაში მახსოვს ბოლშევიკები იკრიბებოდნენ და ასე ჩანიშნეს არაკანონიერი არჩევნები, ჩვენ 24 – ში დავაკვირდებით არჩევნებს გვერდიდან.

იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი და იქნება დე ფაქტო პრეზიდენტი, რაც რაგბსაც დააზარალებს და სახელმწიფოსაც.

საფრანგეთის პრესა აჭრელდა დღეს დილიდან, მათ დიდი ყურადღება მიაქციეს საქართველოში არჩევნების მიმდინარეობას, ირაკალი იქ დიდი ხანი თამაშობდა, ფრანგულმა პრესამ დაწერა რეალური ქრონოლოგია,“ – განაცხადა ბობა კვინიხიძემ „მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია მბულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები