“რთული გადაწყვეტილებების წელი იყო…” – პუტინის საახალწლო მიმართვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, “რუსეთის სრული სუვერენიტეტის მოპოვების გზაზე” 2022 წელი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელი იყო. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, 2022-მა წელმა ერთმანეთისგან “ჰეროიზმი და სიმხდალე მკვეთრად გამიჯნა” და ასევე გვაჩვენა, რომ “ყველაზე დიდი ძალა სიყვარულია”.

“ეს რთული, აუცილებელი გადაწყვეტილებების წელი იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის სრული სუვერენიტეტის მოპოვებისა და ჩვენი საზოგადოების ძლიერი მონსოლიდაციისკენ.

2022 წლის გარდამტეხი და საბედისწერო მოვლენები გახდა ნიშნული, რომელიც რუსების საერთო მომავალს და მათ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას საფუძველს უყრის: ესაა სწორედ ის, რისთვისაც ვიბრძვით.

ეს იყო წელი, რომელმაც ბევრ რამეს თავისი ადგილი მიუჩინა, მკვეთრად გამიჯნა სიმამაცე და ჰეროიზმი ღალატისა და სიმხდალისგან, გვაჩვენა, რომ ოჯახისა და მეგობრების სიყვარულზე დიდი ძალა, ასევე მეგობრებისა და ამხანაგებისადმი ერთგულება და სამშობლოსადმი თავდადება, არ არსებობს, – თქვა პუტინმა.

მიმართვაში მან დასავლეთთან დაკავშირებითაც ისაუბრა: “დასავლეთი წლების განმავლობაში ცრუობდა სიმშვიდის შესახებ და სინამდვილეში აგრესიისთვის ემზადებოდა. დღეს ის ღიად აღიარებს, აღარ რცხვენია. და დღეს ისინი ცინიკურად იყენებენ უკრაინას და მის ხალხს რომ დაასუსტონ და დაანაწევრონ რუსეთი”.

მისივე თქმით, დასავლეთის ლიდერები მშვიდობიან მიზნებზე საუბრობდნენ, მათ შორის დონბასის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუმცა “სინამდვილეში ნეონაციზმი ყველა შესაძლო გზით წაახალისეს”.

მსგავსი თემები