ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მოკლე მანძილზე მოქმედი სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას „ბიბისი“ კორეის სამხედრო მეთაურობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რაკეტებმა 350 კილომეტრის მანძილი იფრინეს, რის შემდეგაც ზღვაში ჩავარდნენ.

ჩრდილოეთ კორეის მიერ 31 დეკემბერს რაკეტების გაშვებას სამხრეთ კორეის სამხედრო მეთაურობა სერიოზულ პროვოკაციად აფასებს, რომელიც ძირს უთხრის კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობასა და სტაბილურობას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ფხენიანმა სხვა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი რაკეტა გაუშვა.

მსგავსი თემები