,,საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ვინმემ სააკაშვილი მოწამლა”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმ განცხადებისთვის, რომ ვინმემ მიხეილ სააკაშვილი მოწამლა. ,,მე როგორც მოვისმინე, ურთმელიძე ბრძანებდა იმას, რომ იმ ნივთიერებების დასაშვებ დოზას, რომლის არსებობაზეც კეთდებოდა შორს მიმავალი დასკვნები, არ აღემატება. ამის გათვალისწინებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ვინმემ ვინმე მოწამლა რასაკვირველია, ობიექტურად ამას არავითარი დასაყრდენი არ გააჩნია. ეს თქვა იმ ადამიანმა და ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომელიც სუბიექტური შეფასების დონეზე შეიძლება წყდებოდეს. ეს არის ყველაფერი გაზომვადი კრიტერიუმებით, აღქმადი. არ მგონია უბრალოდ, რომ ამაზე კამათი ღირდეს. უნდა ვნახოთ ფაქტები. ფაქტები…

მეტი...

,,განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით ჭრილობები მიაყენა მეუღლეს”- ბრალდებულს სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის დედის მიმართ. „დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე…

მეტი...

,,ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს – ერთადერთი რამ მინდა ვუსურვო – იცოცხლე პრეზიდენტო”- ანა წითლიძე

„ვულოცავ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაბადების დღეს. ერთადერთი რამ მინდა ვუსურვო და ვუთხრა – იცოცხლე პრეზიდენტო!,”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა. ანა წითლიძე პარლამენტში მე-7 დღეა შიმშილობს. ,,რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვღელავ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩემი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებიც ჩემთან ერთად შიმშილობენ. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ ძალიან პრინციპულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გვესმის ის სირთულე, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი იმდენად, რომ ეს იყოს მთავარი თემა. ჩვენ ვაგრძელებთ შიმშილობას, აგვიღეს ანალიზები და, ჯერჯერობით, ყველაფერი…

მეტი...

ახალგაზრდა კაცმა მამას სასტიკად სცემა – დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცმა ასაკოვანი მამა სცემა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია. ადგილობრივების ინფორმაციით, მოხუცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული. იგი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მანამდე პოლიციას ექიმებმა თავად მიმართეს და ფიზიკური ძალადობის ნიშნების არსებობის შესახებ შეატყობინეს.  

მეტი...

3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ამასთან, აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს…

მეტი...

,,ჩემი შვილი შემდეგ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია”- გიული ალასანია

,,მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანიას თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებები მისთვის სანდო არაა. „არ არის ეს განმარტება ჩემთვის მისაღები. გვაქვს ჩვენ კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა და ის არის ჩემთვის არგუმენტი და დასკვნა. არ არის ეს (პენიტენციური სამსახურის) დასკვნა სწორი. ვერაფერს დაამტკიცებს მოუტანოს თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს“, – განაცხადა ალასანიამ. ,,მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით…

მეტი...

,,ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის ღირებულება 2 800 000 აშშ დოლარია”- კახა კალაძე

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას ორი მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა, დაახლოებით, სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი. „ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი, გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობდით. დღეს მონაცვლეობა განხორციელებულია. პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა…

მეტი...

ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს – თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების სახით ორი მილიარდი დოლარის ახალი პაკეტის შესახებ გააკეთებს განცხადებას. „პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას ითვალისწინებს. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმებისგან უკრაინელი ხალხის დასაცავად. ჩვენ მოვამზადებთ უკრაინულ ძალებს, თუ როგორ მართონ Patriot-ის სარაკეტო ბატარეა მესამე ქვეყანაში. ამას გარკვეული დრო…

მეტი...

,,კომპანია, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციას აკეთებდა, არის უპასუხისმგებლო”- კახა კალაძე

კომპანია შპს „მამისონი“, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციას აკეთებდა, არის  პრობლემური, უპასუხისმგებლო კომპანია, შესაბამისად, ჩვენ არ ვთლით საჭიროდ, რომ მოხდეს ამ კომპანიასთან სამუშაოების გაგრძელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვიანებით, ძალიან დიდი დაგვიანებით, თუმცა არის რამდენიმე პრობლემა, რომელიც გამოსასწორებელია. „სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია, ჯერ არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა. მიმდინარეობს ექსპულატაციაში მიღების პროცედურები, დადგენილია გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება. აღნიშნული კომპანია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებდა სამუშაოებს, არის ძალიან პრობლემური, უპასუხისმგებლო კომპანია,…

მეტი...

ამსტერდამში მოხუცებულთა სახლში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამსტერდამში მოხუცებულთა სახლში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია წერს. ,,მეგობრებო! ამსტერდამში მოულოდნელად გარდაიცვალა ქართველი მამაკაცი, სახელად ნუგზარ ბაკურაძე. ნუგზარი არის 67 წლის და იგი ბოლო წლებში ცხოვრობდა ამსტერდამის მოხუცებულთა სახლში  Dr. Sarphatihuis, Rutersstraat 2. ნუგზარს საქართველოში ჰყავს ქალიშვილი. იმ ინსტანციას სადაც ნუგზარი გარდაიცვალა არ აქვს უფლება რომ მისი შვილის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია და შეძლებთ დაგვაკავშიროთ ნუგზარ ბაკურაძის ქალიშვილთან ან მის დასთან, გთხოვთ შეგვატყობინოთ. რეპატრიაციის ხარჯებს როგორც ინფორმაცია გვაქვს ფარავს სახელმწიფო. გთხოვთ დაგვეხმაროთ ნუგზარ ბაკურაძის ახლობლების, ნათესავების მოძებნაში!“, – ნათქვამია…

მეტი...

,,დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია”- კახა კალაძე

23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნება. აღნიშნულ ტერიტორიაზე თოვლის ბაბუა დაიდებს ბინას და სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს და ყველას ექნება შესაძლებლობა ნამდვილ დღესასწაულს დაესწროს. „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება და ყველას გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ, მივიყვანოთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, გავერთოთ. არ გამოტოვოთ, თქვენს პატარებთან ერთად დაესწარით ნამდვილ დღესასწაულს. თქვენ გელოდებათ ე.წ. ფლეშმობი და საახალწლო კონცერტი ყველასთვის საყვარელი შემსრულებლებით. დრამერები და ქუჩის თეატრის მსახიობები შექმნიან დაუვიწყარ…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს”- ნედ პრაისი

,,საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. მისივე თქმით,  ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა და საჭირო სამედიცინო მომსახურება. “რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, როგორც ადრე თქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, როგორც ამას დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტები გვირჩევენ. რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყოველგვარი ზრუნვა რაც სჭირდება”,-…

მეტი...

,,გადავდგები, როგორც კი ვიპოვი საკმარისად სულელს ამ თანამდებობის დასაკავებლად” – მასკი

„ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი წერს, რომ დაკავებულ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი შემცვლელს იპოვის. „დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, როგორც კი ვიპოვი ვინმეს, საკმარისად სულელს იმისთვის, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს“, – წერს ილონ მასკი. ცნობისთვის, ილონ მასკმა „ტვიტერში“ გამოკითხვა ჩაატარა, უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა.  გამოკითხვისას, 57.5 პროცენტმა ილონ მასკის თანამდებობის დატოვებას  დაუჭირა მხარი.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის”- მალხაზ ურთქმელიძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. მისი თქმით, მოწოდებული დოკუმენტაციით მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის და ყველა მაჩვენებელი არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ. „სასამართლოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა „ემპათიის“ მიერ ე.წ. დასკვნის ნაწილი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში (NMS Labs) ჩატარდა. შევისწავლეთ დასკვნა, სადაც მითითებულია ნივთიერების ის ქვედა ზღვარი, რომელსაც ანალიზატორი იჭერს. დასკვნაში ქვედა ზღვრის მაჩვენებლის გვერდით მითითებულია არსებული შედეგი. ანალიზატორის მინიმალური ზღვარი შედარებულია შედეგთან და ისეა დასკვნა, ისეთი ფორმითაა…

მეტი...

მიწისძვრა აშშ-ში – არის მსხვერპლი

კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით,  მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის ზონაში მცხოვრებ ათასობით ადამიანს კი ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. მიწისძვრამ გაზსადენები დააზიანა, რამაც ბუნებრივი აირის გაჟონვა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას განმეორებით შედარებით სუსტი 80 ბიძგი მოჰყვა.

მეტი...

,,მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ის აშშ-ში მიემგზავრება. ეს თებერვალში, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიზიტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ,,მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, მე და ჯო ბაიდენი განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას და ასევე ვიქნები გამოსვლა კონგრესზე და რიგ ორმხრივ შეხვედრებზე”,- წერს ზელენსკი ”ტვიტერზე”.

მეტი...

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დაიწვა

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დაიწვა. ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე შენობის პირველ სართულზე ხანძარი დილით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ბანკის ინვენტარი. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში”- სალომე ზურაბიშვილის ძმა

“მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი წერს. მისი თქმით, საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ აღდგება. „წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია საქართველოში. სამშობლოში დაბრუნებისას მან იცოდა, რომ დააკავებდნენ, რადგან საქართველოში ის დაუსწრებლად გაასამართლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ასეთი არჩევანი გააკეთა. დღეს არ მსურს ვისაუბრო არც ამ არჩევანზე და არც მისი საქციელის შეფასებაზე. ამის დრო არ არის. მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რა პრეტენზიებიც მის მიმართ შეიძლება გვქონდეს, იყო საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელმაც…

მეტი...

,,კოვიდ 19-ის პანდემიის დასასრულის გამოცხადება, შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრე იყოს”- ჯანმო-ს წარმომადგენელი

რამდენიმე წამყვანი მეცნიერისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის განცხადებით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო, კოვიდ 19-ის პანდემიის გლობალური დასასრულის გამოცხადება, შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრე იყოს. „საკითხავია, შეიძლება თუ არა ვისაუბროთ პოსტ-პანდემიურ პერიოდზე, როდესაც მსოფლიოს ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურად მეორე ტალღაში შედის,“ – განაცხადა ვირუსოლოგმა მარიონ კუპმანსმა. გარკვეული პროგნოზების თანახმად, ჩინეთში 2023 წელს, შესაძლოა, კორონავირუსს 1 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწიროს.

მეტი...

თალიბანმა ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა

თალიბანმა ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. თალიბანის უმაღლესი განათლების მინისტრის, აბდულ ბაკი ჰაკანის განცხადებით, აპირებენ ქალებს სტუდენტებს სტატუსი შეუწყვიტონ,  რადგან, უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი ცალკეული კლასების უზრუნველსაყოფად. “გაცნობებთ, დაუყონებლივ შეასრულოთ აღნიშნული ბრძანება და დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე შეაჩეროთ სწავლა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის”, – ნათქვამია  განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე ხელისუფლებამ, ნოემბერში, ქალებს ქაბულის პარკებში შესვლა აუკრძალა.

მეტი...

ავღანეთში 80 ადამიანი უცნობი დაავადებით დაინფიცირდა – დაიღუპა 2 ბავშვი

უცხოური მედიის ინფორმაციით, ავღანეთის პროვინცია ზაბულში 80 ადამიანი უცნობი დაავადებით დაინფიცირდა. ზაბულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით,  დაავადების გავრცელების შედეგად 2 ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებულებს აღენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი სიცხე და ცხვირიდან სისხლდენა. რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორი მოსახლეობას სთხოვს, დაავადების სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართონ.

მეტი...

,,ედინაია რასია“ რუსეთიდან წასულებისთვის დისტანციური მუშაობის აკრძალვას გეგმავს

რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს ხელმძღვანელის მაკსუტ შადაევის განცხადებით, 2022 წლის დასაწყისიდან რუსეთი 100 ათასამდე IT სპეციალისტმა დატოვა, რაც რუსული IT კომპანიების დასაქმებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ია. “თუ ავიღოთ IT სპეციალისტების წასვლის ორი ტალღა, IT კომპანიების თანამშრომლების 10%-მდე დატოვა ქვეყანა და არ დაბრუნდა… ბევრი დაბრუნდა,  მაგრამ თუ მთლიანობაში თუ აიღეთ, დაახლოებით 100 ათასი IT სპეციალისტი  ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება” – აღნიშნავს შადაევი. “Единая Россия” აპირებს სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს დისტანციურ მუშაობას მათთვის, ვინც დატოვა რუსეთი და დაკარგა საგადასახადო რეზიდენტობა. აკრძალვას დაქვემდებარებული პროფესიების საბოლოო ჩამონათვალს მთავრობა დაადგენს.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება – მედია

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. „ბიბისის“ ცნობით, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესში. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.

მეტი...