ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს – თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების სახით ორი მილიარდი დოლარის ახალი პაკეტის შესახებ გააკეთებს განცხადებას.

„პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას ითვალისწინებს. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმებისგან უკრაინელი ხალხის დასაცავად. ჩვენ მოვამზადებთ უკრაინულ ძალებს, თუ როგორ მართონ Patriot-ის სარაკეტო ბატარეა მესამე ქვეყანაში. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები