მიწისძვრა აშშ-ში – არის მსხვერპლი

კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით,  მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის ზონაში მცხოვრებ ათასობით ადამიანს კი ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მიწისძვრამ გაზსადენები დააზიანა, რამაც ბუნებრივი აირის გაჟონვა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას განმეორებით შედარებით სუსტი 80 ბიძგი მოჰყვა.

მსგავსი თემები