,,ჩემი შვილი შემდეგ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია”- გიული ალასანია

,,მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებები მისთვის სანდო არაა.

„არ არის ეს განმარტება ჩემთვის მისაღები. გვაქვს ჩვენ კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა და ის არის ჩემთვის არგუმენტი და დასკვნა. არ არის ეს (პენიტენციური სამსახურის) დასკვნა სწორი. ვერაფერს დაამტკიცებს მოუტანოს თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს“, – განაცხადა ალასანიამ.

,,მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის”- მალხაზ ურთქმელიძე

მსგავსი თემები