ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დაიწვა

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დაიწვა. ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე შენობის პირველ სართულზე ხანძარი დილით გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ბანკის ინვენტარი. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი თემები