ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება – მედია

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. „ბიბისის“ ცნობით, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესში.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.

მსგავსი თემები