,,ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს – ერთადერთი რამ მინდა ვუსურვო – იცოცხლე პრეზიდენტო”- ანა წითლიძე

„ვულოცავ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაბადების დღეს. ერთადერთი რამ მინდა ვუსურვო და ვუთხრა – იცოცხლე პრეზიდენტო!,”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

ანა წითლიძე პარლამენტში მე-7 დღეა შიმშილობს.

,,რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვღელავ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩემი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებიც ჩემთან ერთად შიმშილობენ. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ ძალიან პრინციპულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გვესმის ის სირთულე, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი იმდენად, რომ ეს იყოს მთავარი თემა. ჩვენ ვაგრძელებთ შიმშილობას, აგვიღეს ანალიზები და, ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურადაა“, – განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი თემები