ავღანეთში 80 ადამიანი უცნობი დაავადებით დაინფიცირდა – დაიღუპა 2 ბავშვი

უცხოური მედიის ინფორმაციით, ავღანეთის პროვინცია ზაბულში 80 ადამიანი უცნობი დაავადებით დაინფიცირდა.

ზაბულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით,  დაავადების გავრცელების შედეგად 2 ბავშვი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებულებს აღენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი სიცხე და ცხვირიდან სისხლდენა.

რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორი მოსახლეობას სთხოვს, დაავადების სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართონ.

მსგავსი თემები