,,გადავდგები, როგორც კი ვიპოვი საკმარისად სულელს ამ თანამდებობის დასაკავებლად” – მასკი

„ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი წერს, რომ დაკავებულ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი შემცვლელს იპოვის.

„დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, როგორც კი ვიპოვი ვინმეს, საკმარისად სულელს იმისთვის, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს“, – წერს ილონ მასკი.

ცნობისთვის, ილონ მასკმა „ტვიტერში“ გამოკითხვა ჩაატარა, უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა.  გამოკითხვისას, 57.5 პროცენტმა ილონ მასკის თანამდებობის დატოვებას  დაუჭირა მხარი.

მსგავსი თემები