რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშავენ

ევროკავშირის ლიდერები, რუსული ნავთობის  ემბარგოსთან ერთად, მეორე უმნიშვნელოვანეს საკითხზეც შეთანხმდნენ. საუბარია  რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკისSWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე, რომელიც ამ დრომდე ღია იყო.

„ვიცით, რომ დაგვჭირდა რამდენიმე კვირა, ვიდრე ამ გადაწყვეტილების მივიღებდით. დღეს ჩვენ გავაგზავნეთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რადგან ბოლო საათებში და ბოლო დღეებში იყო სპეკულაციები ევროკავშირის ერთიანობის ნაკლებობის საფრთხის შესახებ. ვფიქრობ, როგორც არასდროს, ახლა მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ ძლიერები, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ინტერესები“, – აცხადებს შარლ მიშელი.

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ

მსგავსი თემები