,,საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ვინმემ სააკაშვილი მოწამლა”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმ განცხადებისთვის, რომ ვინმემ მიხეილ სააკაშვილი მოწამლა.

,,მე როგორც მოვისმინე, ურთმელიძე ბრძანებდა იმას, რომ იმ ნივთიერებების დასაშვებ დოზას, რომლის არსებობაზეც კეთდებოდა შორს მიმავალი დასკვნები, არ აღემატება. ამის გათვალისწინებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ვინმემ ვინმე მოწამლა რასაკვირველია, ობიექტურად ამას არავითარი დასაყრდენი არ გააჩნია. ეს თქვა იმ ადამიანმა და ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომელიც სუბიექტური შეფასების დონეზე შეიძლება წყდებოდეს. ეს არის ყველაფერი გაზომვადი კრიტერიუმებით, აღქმადი. არ მგონია უბრალოდ, რომ ამაზე კამათი ღირდეს. უნდა ვნახოთ ფაქტები. ფაქტები თუ არის ისეთი, როდესაც დასაშვებ ნორმას არ აღემატება რაღაც ნივთიერების შემადგენლობა ორგანიზმში, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება კამათი იმასთან დაკავშირებით, მოწამვლა არის თუ არა და რაღაც ბნელ ოთახში კატის დაჭერის მცდელობები,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები