ახალგაზრდა კაცმა მამას სასტიკად სცემა – დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცმა ასაკოვანი მამა სცემა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოხუცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული. იგი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მანამდე პოლიციას ექიმებმა თავად მიმართეს და ფიზიკური ძალადობის ნიშნების არსებობის შესახებ შეატყობინეს.

 

მსგავსი თემები