პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების ვიდეოს ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტებს ასაჯაროებს. ვიდეოში ჩანს, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ოთახში, სადაც მედპერსონალთან ერთად, გარკვეულ ფაფას იღებს.     ასევე, პენიტეციური სამსახური ასაჯაროებს იმ პროდუქტებს, რომელიც მესამე პრეზიდენტმა მიიღო. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. ვიდეომასალაში ჩანს ხილის ფაფები და ნატურალური წვენები.

მეტი...

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სუს-ი სრულად გარდაიქმნა „ქართული ოცნების“ პარტიულ სამსახურად – „ქუს“-ად!“ – კახა ოქრიაშვილი  

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,  „ქართული ოცნების“ პარტიულ სამსახურად – „ქუს“-ად გადაიქცა. „ოპოზიცია მიმართავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, რუსთავში, თბილისში თუ სხვა ქალაქში. გამოხატვის ფორმებს შორის შეიძლება იყოს მშვიდობიანი პროტესტი, დემონსტრაცია, მანიფესტაცია, პიკეტი  და ა.შ. (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 21, „შეკრების თავისუფლება“). გარდაუვალი რიგგარეშე საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა დაადგინოს სუს-ის (ქუს-ის) ხელმძღვანელების როლი 2020 და 2021 წლებში ჩატარებული არჩევნების გაყალბების საქმეში“ – აცხადებს ოქრიაშვილი.  

მეტი...

„1 ოქტომბრიდან სააკაშვილი არ იღებს არანაირ საკვებს“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია პატომრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 1 ოქტომბრიდან ის საკვებს არ იღებს. „საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, 2021 წლის 6 ნოემბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის ფარგლებში, გაეცნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს, შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით და შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა…

მეტი...

სამართალდამცველებმა ციხესთან მობილიზებულ ოპოზიციას სცენა და ტექნიკა ჩამოართვეს

რუსთავის ციხესთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სამართალდამცველები შესაძლებლობას არ აძლევენ, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენა ააწყონ და შესაბამისი ტექნიკა განათავსონ. სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორებს სცენა და შესაბამისი ტექნიკა ჩამოართვეს. როგორც ადგილზე ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუმარტა, ეს საჭიროა უსაფრთხოებისთვის.    „ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი და სცენა გადაიტანონ მეორე მხარეს. პოლიცია მოქმედებს პოლიციის კანონის შესაბამისად. ციხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. მოხდა ალტერნატიული ადგილის შეთავაზება, მათგან მივიღეთ უარი და ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად. კანონის შესაბამისად მოხდენა ამ ტექნიკის დაბრუნება იმ კომპანიისთვის, ვისაც ეკუთვნის ეს ტექნიკა“ – განმარტა…

მეტი...

„ფეიკ შიმშილობა“ – მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე

„ქართულ ოცნების“ წარმომადგენელი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას „ფეიკ შიმშილობას“ უწოდებს და აცხადებს, რომ კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა. „კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა. ალბათ, იშვიათად თუ გახსენდებათ „ფეიკ“ შიმშილობა და ესეც სხვა ტყუილების მთავარი შემკვეთის შესრულებით ვნახეთ. ვამბობდი და მოსალოდნელიც იყო… თუმცა გასაკვირიც არ არის მათგან, ვინც ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა, შემდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულა ომის დაწყებაში და რუსულ იარლიყს სხვას აწებებს. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი „შიმშილობის“ ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო.…

მეტი...

სუსი-ის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ხელისუფლების დამხობას გეგმავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მიხეილ სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდა. როგორც უწყების კონტრტერორისტული ცენტრის უროსის მოაგილე ბაჩა მგელაძე  აღნიშნავს, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ორგანიზატორი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილია. „მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ქ. რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანაც. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქ. თბილისშიც. ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ – საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ…

მეტი...

ვირუსით 68 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 235 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 684 154.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 368 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარა – 178, იმერეთი – 1 045, ქვემო ქართლი – 396, შიდა ქართლი – 429, გურია – 105, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 384, კახეთი – 488, მცხეთა-მთიანეთი – 144, სამცხე-ჯავახეთი – 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57.

მეტი...

ვირუსით 5 240 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 544 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 235 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.79%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  748 751-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.55% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.25%.

მეტი...

„მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრობს და ემიგრანტებს მიმართავს. “მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ვინაიდან ვარ პატიმრობაში და ვერ ვიღებ მონაწილეობას აქციების ოპერატიულ მართვასა და დაგეგმვაში, მთლიანად ვენდობი მრავალპარტიულ და უბრალოდ აქტიური ადამიანებისგან შედგენილ გუნდს. ერთადერთი მსურს ემიგრანტებს მოვუწოდო აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისში დაგეგმილ დიდ ღონისძიებაში. დღეს კი მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში. ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს და ენერგიას მიხანგრძლივებს“ –  წერს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მეტი...

„პატიმარს მივეცით ტელევიზორი, მაცივარი“ – მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არარეალურია შეფასებები და განცხადებები, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა წამების ტოლფასია. მისი თქმით, მას ყველანაირი პირობა აქვს ციხეში შექმნილი და 130-მდე მნახველიც კი მიიღო. „რა არის წამება? ის, რომ პატიმარს შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი? ის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ციხის კვალიფიციური პერსონალი და მისი და სხვა  პატიმრების უსაფრთხოების დასაცავად დღე და ღამე ათენებენ? რა იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში? ის, რომ მას უკვე 130-მდე ვიზიტორი ჰყავდა? ის, რომ მასთან შეუზღუდავად შედიან უფლებადამცველები, დეპუტატები და სხვა სახელმწიფოს – უკრაინის წარმომადგენლები, რომელთა შეშვების ვალდებულება ჩვენ – თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არ…

მეტი...

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის სასამართლო პროცესის ციხეში ჩატარების რეკომენდაციას იძლევა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, რეკომენდირებულია, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ციხეში ჩატარდეს. მისივე შეფასებით, ეს საჭიროა უსაფრთხოებიდან გამომდინარე.   „ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში, შესაძლო იყო, პროცესისთვის ხელი შეეშალათ და ჩართული იქნებოდა 500-600 ადამიანი. ბუნებრივია, ასევე გვაქვს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილიყო ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და უამრავი სხვადასხვა სახის დესტაბილიზაცია, რასაც არ დავუშვებთ. პატიმრის უსაფრთხოება იქნება დაცული. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში, ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას გავყვებით“ –…

მეტი...

„მე არ მინახავს ფაფის ჭამა“ – სააკაშვილის ექიმი მის კვებას უარყოფს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებს, რომ მას არასდროს უნახავს ციხეში სააკაშვილის კვება. როგორ ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, ყველგან კამერებია და ფაქტის გადამოწმება შეიძლება.   „არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. არ მინახავს მე ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ექთნებს. ბევრი ხალხია, ყველგან კამერებია იქ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, მიხეილ სააკაშილი არ შიმშილობს და მიირთმევს როგორც ფაფებს, ისე ნატურალურ წვენებს.

მეტი...

მინისტრის მტკიცებით მიხეილ სააკაშვილი იკვებება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საკვებს იღებს. მისი მტკიცებით, ეს არის სხვადასხვა სახის ფაფა და ნატურალური წვენები.   „სააკაშვილმა საპატიმროში შემოსვლისას როდესაც მიიღო საბანკო ბარათი, ორი დღის თავზე შეიძინა გარკვეული პროდუქტები. შემდგომში განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა გარკვეული პერიოდი, ისევ დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო როგორც ფაფები, ასევე ნატურალური წვენები. ასევე აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა. თითოეულ ჩვენს სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები, ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით სიმართლეს“ – განმარტავს რატი ბრეგაძე და დასძენს, რომ საუბარია საკვებზე და არა სამედიცინო დანიშნულების…

მეტი...