უკრაინამ საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა

უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა იძაბება. უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით, უკრაინამ საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა.   უკრაინის საგარეო უწყება  სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს და სამინისტროში საქართველოს ელჩსაც იბარებს. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც ყველა პირობა იქნება მისი ჯანრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად. საპროტესტო ნოტა უკვე გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უკრაინის მოქალაქის შემდგომი ყოფნა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაში ქმნის დამატებით რისკსა და დაძაბულობას, რომლის აცილებასც აუცილებელი ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე. საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში განაგრძობენ დამატებით კონტროლს  მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, გარშემო“ –…

მეტი...

გლდანის ციხეში დამატებითი ძალები ისევ შეიყვანეს

ამ წუთებში, გლდანის ციხეში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, რამდენიმე საპოლიციო, სპეციალური მანქანა შევიდა, მათი გადაადგილება მოხდა არა ციხის ცენტრალური შესასვლელიდან, არამედ სხვა, ე.წ. შემოვლითი შესასვლელიდან. ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხვდება.

მეტი...

გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შევიდა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სანახავად, გლდანში ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. ლომჯარია დაწესებულებაში უკვე შევიდა. ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და დეტალურ ინფორმაციას გამოიტანს როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე მისი გლდანში გადაყვანისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ. გლდანის ციხესთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც, რომლებიც დაწესებულებაში შესასვლელად ნებართვას ელოდებიან.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე ისევ უარს აცხადებს

ციხის საავადმყოფოდან გამოსული სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს. როგორც მიხეილ ღოღაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობას აცხადებს. „მისი მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით. პროტესტის ნიშნად ის აცხადებდა უარს და არ გადმოდიოდა მანქანიდან და გადმოიყვანეს ძალით. მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. წარმოება მიმდინარეობს… მე ვერ შევნიშნე დაზიანება. უარს აცხადებს მკურნალობაზე და აცხადებს შიმშილობას“, – განაცხადა ღოღაძემ მედიასთან. ამ წუთებში, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები შედიან, თუმცა, შეუშვებენ თუ არა, უცნობია.  

მეტი...

დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში ავტომანქანით გადაიყვანეს და არა ვერტმფრენით

გლდანის ციხე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დატოვა. ის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და გაესაუბრა. როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელი აცხადებს, პატიმრების გინება და ხმაური ციხის საავადმყოფოშიც ისმის, სადაც მოთავსებულია მიხეილ სააკაშვილი. „მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს. მისი გადაყვანა მოხდა მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ. გიდასტურებთ, რომ ეს ხმები, პატიმრების ხმაური კარგად ისმის. პროტესტის ნიშნად, ის მანქანიდან არ გადმოდიოდა, თუმცა, ძალით გადმოიყვანეს“ – განაცხადა ციხიდან გამოსულმა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ციხიდან აფრინდა ვერტმფრენი იმის საილუსტრაციოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენით გადაიყვანეს.  რუსთავის ციხიდან…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა, გლდანის დაწესებულებაში შეყვანისას ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.   „მინდა კიდევ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ ეს სიძულვილის ენა, მოუწოდონ საზოგადოებას სიმშვიდისკენ, ნაცვლად რევოლუციური მოწოდებებისა, რომელსაც ახორციელებენ. ბუნებრივია, ამით ქმნიან რისკებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ამის უფლებას ვერავის მივცემთ. როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებული იყო ახალ დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს“, – განაცხადა მინისტრმა ბრეგაძემ. მისივე განმარტებით, სააკშვილის აღნიშნულ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მეტი...

აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიის შენობისკენ დაიძრნენ

თავისუფლების მოედნიდან აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიის მიმართულებით დაიძრნენ. მათ ნიკა მელიამ მოუწოდა, კანცელარიისკენ გადაენაცვლათ და წრე დაერტყათ. „ხელისუფლებამ ყურად არ იღო ასი ათასობით თანამოქალაქის პოზიცია და სურვილი, რომ ქვეყანა სიძულვილისა და დაპირისპირების ჭაობიდან ამოეყვანა. ხელისუფლებამ ჯერ არჩევნებით სახელმწიფო მიიტაცა, შემდეგ კი წარმოუდგენელი სიძულვილით აღსავსე ვნებით სურთ, გვაყურებინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, მორალური, ზნეობრივი, აქ პოლიტიკაზე საუბარიც არ არის, ჩვენ ხელისუფლება აღარ გვყავს, გვყავს რეჟიმი, რომელიც კრიმანალებითა და ბანდიტებითაა დაკომპლექტებული. გვიგდებენ აბუჩად, ამ ყველაფერს კი თავიანთი ჭკუით, აკეთებენ ძალიან ეშმაკურად და ბოროტულად. არანაირი სამართალი არ გააჩნიათ, როცა უნდათ, ადამიანს…

მეტი...

„ხელისუფლებამ მიიტაცა სახელმწიფო“ – თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დაიწყო

თავისუფლების მოედანზე, ამ წუთებში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო. აქცია ნიკანორ მელიამ გახსნა. როგორც მან  განაცხადა, აქცია მანამ გაგრძელდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები. „როცა უნდა ადამიანებს იტაცებენ.  დღეიდან იწყება ფართო, ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ექნება ორი მოთხოვნა – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მიტაცებული არჩევნების დაბრუნება, პროტესტი იქნება მტკიცე, ხალხმრავალი და უწყვეტი,“ – განაცხადა მელია. მისი თქმით, აქცია გლდანის ციხესთან არ გაიმართება, რადგანაც ეს იქნება პროვოკაცია და ხელისუფლებასაც ეს აწყობს. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეების შეუერთდნენ. აქციაში წალენჯიხის ერთადერთი ოპოზიციონერი მერიც მონაწილეობს.…

მეტი...

გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანას პატიმრები სხვადასხვა ჟესტებით ხვდებიან

მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გლდანის ციხეში მოთავსებულმა პატიმრებმა უკვე შეიტყვეს. შესაბამისად, პატიმრები სააკაშვილის აღნიშნულ პერიმეტრზე ყოფნას სხვადასხვანაირად გამოხატავენ. კერძოდ, საკნებიდან ისმის ხმაური. უფრო მეტიც, გარკვეულ საკნებში შუქი ინთება-ქრება და ეს ხდება ერთმანეთის მონაცვლეობით. ასევე, პატიმრები მიხეილ სააკაშვილს აგინებენ და უცენზურო სიტყვებს ყვირიან. ერთ-ერთი რისკი, რასაც სააკაშვილის ინტერესების დამცველები ხედავენ, სწორედ პატიმრების პროტესტია. ისინი ამტკიცებენ, რომ ციხის მეთვრამეტე საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იქნება, რომელსაც სხვადასხა დანაშაულისთვის მოთავსებული პატიმრები მას „არ მოაკლებენ“.    

მეტი...

გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის ძმაც მივიდა

გლდანის ციხის ტერიტორიაზე, სადაც მიხეილ სააკაშილი გადაიყვანეს, ყოფილი პრეზიდენტის ძმაც მივიდა. როგორც დავით სააკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გაიტაცეს. „ის, რაც გააკეთეს, არის გატაცება. მათ გაიტაცეს მიხეილ სააკაშვილი და წაიყვანეს იქ, სადაც მისი სიცოცხლე დაცული ვერ იქნება. ადვოკატებიც ჩართულები არიან და ჩვენც, ოჯახი, ვცდილობთ, დავუკავშირდეთ ადმინისტრაცია. მომსწრენი გავხდით მიხეილ სააკაშვილის გატაცების, ასეთი რამ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ეს არის შურისძიება და ვიცით, ვინ არის ეს. ციხეში პროვოკაციებია მოსალოდნელია, სამწუხაროდ, დავრწმუნდით, რომ ამ ქვეყანაში დაცული არ არის არც ერთი მოქალაქის სიცოცხლე“ – აცხადებს დავით სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ…

მეტი...

გლდანის ციხესთან წყლის ჭავლის მანქანაც მიიყვანეს

გლდანის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო მანქანა, წყლის ჭავლის მანქანა და დიდი რაოდენობით სამართალდამცველები. ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან. ადგილზე სპეციალური მანქანით ტომოგრაფიის აპარატურაც მიიტანეს. ადგილზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.      გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც. ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები შეიყვანეს.

მეტი...

დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტში სემეკის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის (სემეკ)  თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა და  უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს. დავით ნარმანიამ ისაუბრა 2020 წელს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციებსა და გამოწვევებზე,  COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულ გავლენაზე, კომპანიების მიერ მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულებაზე, მომსახურების გამარტივების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, სადავო საკითხების გადაწყვეტის მაჩვენებლებსა და საერთაშორისო პროექტებში კომისიის ჩართულობის შედეგებზე. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და ამ კუთხით, სემეკის მიერ ნაკისრი…

მეტი...

გლდანის ციხესთან მობილიზებულია სპეცრაზმი და სამართალდამცველები

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. სამკურნალო დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით შეიყვანეს დამატებითი ძალები. ადგილზე წყლის ჭავლის ავტომობილებიც გამოჩდნენ.       მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს გლდანის ციხის საავადმყოფოში საფრთხე ემუქრება. “ასე გამოიყურება მკვლელი ხელისუფლება, ასე გამოიყურება რუსული ოცნება, რომელმაც რამდენიმე საათი მესამე პრეზიდენტი მოიპარა ისე, რომ სახალხო დამცველმა, მისმა უფლებადამცველებმა, მისმა ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. ცხადია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს, რომ მათ არაფრად უღირთ არათუ ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის იმ ადამიანისაც, თავის დროზე…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით ​პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, -ნათქვამია განცხადებაში. მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ვერტმფრენით მოხდა.

მეტი...

იანვარ-სექტემბრში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 866 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

წინასწარი მონაცემებით 2021 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 161,862,751 აშშ დოლარს (ზრდა +933%), რაც 146,187,024 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი კლება -156,770,174 დოლარს შეადგენს (კლება -49%). ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 865,654,831 დოლარს, რაც 366,579,535 მეტია  2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +73%). 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი -1,717,184,741 დოლარით ნაკლებია  (კლება -66%).

მეტი...

„ეს იყო ღირსეული ზიარება, ის ყველა წესის დაცვით ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს” – მეუფე მიხეილ სააკაშვილზე

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ზიარება პატრიარქის კურთხევით მოხდა. როგორც საპატიმროდან გამოსულმა კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზიარების სურვილი თავად მესამე პრეზიდენტს ჰქონდა.   „ზიარების სურვილი თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა. ცხოვრებაში არასოდეს პატრიარქის გარეშე არაფერი გამიკეთებია. მან თავად შემოგვითვალა, რომ ზიარება სურდა, მე როგორც კი ეს პატრიარქს ვუთხარი, მას ერთი წუთიც კი არ ჰქონია დაყოვნება და თქვა, რომ რადგან მას უნდა ზიარება, აუცილებლად უნდა ეზიაროს. პატრიარქმა, რა თქმა უნდა მოგვცა კურთხევა. ამის შემდეგ მე ვემზადებოდი ამისთვის და ეს იყო პატრიარქის კურთხევა. ეს იყო ღირსეული ზიარება, ის ყველა წესის…

მეტი...

„40 დღე იმარხულა და დღეს ეზიარა ღირსეულად“ – მეუფემ მიხეილ სააკაშვილი აზიარა

რუსთავის საპატიმრო დაწესებულება მეუფე ნიკოლოზმა დატოვა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ძალიან დიდი ღვაწლია. „40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა. იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ, მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვიბარებ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ ადამიანებს და არასდროს არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად. მე დეტალებს ვერ მოგიყვებით, რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება. ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახავთ, რა ღვაწლი გაწია“ – განუცხადა მეუფემ ჟურნალისტებს. მისივე…

მეტი...

ამოღებულია 1 კილოზე მეტი ნარკოტიკი

ქვემო ქართლის პოლიციამ ფონიჭალასა და მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა. ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება. „მედიაცენტრი მთავარი“ უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ნ.ქ. მარნეულში, ხოლო1992 წელს დაბადებული ლ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ფონიჭალის დასახლებაში, ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ,,ჰეროინის“ შემცველი 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება ნ.ქ.-ს, პოლიციამ იგი ქალაქ მარნეულში…

მეტი...

ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებოთ შსს განცხადებას ავრცელებს

დღეს, 20:00 საათზე, ოპოზიცა, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას მართავს, აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იქნება და ერთადერთი მოთხოვნა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის…

მეტი...

„რეაბილიტირებული სატუმბი სადგურის საშუალებით ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გასარწყავიანდება” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისის სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტირებული სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად დაათვალიერა. ლევან დავითაშვილი ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ სარწყავი სისტემის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუისის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციით 30 წლიანი პრობლემა გადაწყდა და ის ტერიტორიები, რომელთა მორწყვაც ათეულობით წელი რთული იყო, დღეს უკვე წყლით უზრუნველყოფილია. „უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ სოფელ რუისში, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი. ივლის-აგვისტოში, როდესაც სარწყავი წყლის ყველაზე…

მეტი...

„ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისთვის და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცსკოს თითოეულ თანამშრომელს. „კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი წალენჯიხის ოპოზიციონერ მერს დამსახურებულ გამარჯვებას ულოცავს და თანამშრომლობისთვის მზადაა

„წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, იმდენივეს გააკეთებს წალენჯიხისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.  „ასევე მინდა ვთქვა, რომ მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მე მინდა მათ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. მე ასევე…

მეტი...

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირები განათავსეს

საქართველოს პარლამენტი, უკანა შესასვლელის მხრიდან რკინის ღობით გაამაგრეს.  რკინის კონსტრუქციები მთელ პერიმეტრზეა განთავსებული და ის, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ აქციას უკავშირდება. ოპოზიცია, თავისუფლების მოედანზე, 20:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გეგმავს. მათი მოთხოვნაა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეზღუდულია და ზომები გამკაცრებული.

მეტი...

პატრიარქის კურთხევით მიხეილ სააკაშვილს მეუფე ნიკოლოზი ხვდება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ახალციხის და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) შევიდა. მეუფე ციხეში პატრიარქის კურთხევითა და გარკვეული გზავნილებით  მივიდა, მეუფეს ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ გამოცვლისას ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

მეტი...

რეკორდული მაჩვენებელი – ვირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 693 129. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 89, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 146, შიდა ქართლი – 81, გურია – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 162, მცხეთა-მთიანეთი – 64, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

მეტი...

ვირუსით 2 191 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 477 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 191  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 348   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.2%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  755 046-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.41%.

მეტი...

“თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ” – კობახიძე ოპოზიციაზე

„ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ “ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლებისთვის მიცემულ ულტიმატუმთან დაკავშირებით. როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, პასუხი უმკაცრესი იქნება. „ულტიმატუმები შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა.  ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი…„რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი არის „ფეიკი“. მისი შიმშილობაც „ფეიკი“ აღმოჩნდა. საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა „ფეიკია“…

მეტი...

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება. საშემოდგომო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიას 3000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის  ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე  უკვე მეხუთე წელია ხორციელდება. პროექტის  #ბორჯომიგულშემატკივარი ფარგლებში, 4,5 ჰექტარამდე ფართობზე,  ჯამში,  23 000-მდე  ნერგი დაირგო.    პროექტი  ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს. კამპანიის მიზანი ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.

მეტი...

სალხინოს მონასტერთან დაკავებულთა სასამართლო დღეს გაიმართება

მარტვილში, სალხინოს მონასტერთან დაპირისპირების გამო დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაკავებულებმა მთელი ღამე სენაკის იზოლატორში გაატარეს. 7-დან, პოლიციამ 5 ადამიანი გაათავისუფლა, 2 კი ამ დრომდე დაკავებულია. ერთ-ერთს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მეორეს კი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას. ისინი სამოქალაქო პირები არიან. შეგახსენებთ, რომ სალხინოს მამათა მონასტერში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძრიდან განკვეთილ 15-მდე სასულიერო პირი მონასტრის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გააძევეს. როგორც მეუფე სტეფანე აცხადებს, მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს აღდგება.

მეტი...

ხელოვანები პრეზიდენტსა და პრემიერს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

150-მდე ხელოვანი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს ღია წერილით მიმართავს. კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლები და ლიტერატორები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დასაცავად ერთიანდებიან. „ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ. ჩვენ არ ვართ მომხრე პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ართმევს იმედს მომავალ თაობებს; ჩვენ გვსურს ამ…

მეტი...