კარიერში მოყოლილი ერთ-ერთი დაშავებული ამოიყვანეს

ტყიბულში, ქვანახშირის ღია კარიერზე მომხდარი უბედური შემთხვევისას კარიერში მოყოლილი ერთ-ერთი დასაქმებული ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 64 წლის ვიტალი ტურძილაძის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მეორე ადამიანს, რომელიც კარიერის ჩამოშლის შედეგად მასის ქვეშ მოყვა, ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.

მეტი...

ვირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, საქართველოში ახალი რეგულაციები წესდება

კორონავირუსის ახალი, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში ახალი რეგულაციები წესდება. კერძოდ, საუბარა შეზღყდვებზე, რომელსაც 8 ქვეყნის მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში. აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა ბოცვანა ზიმბაბვე ნამიბია ლესოტო ესვატინი (სვაზილენდი) მოზამბიკი მალავი 14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში…

მეტი...

შახტაში მოყოლილი ერთ-ერთი ადამიანი კონტაქტურია და შველას ითხოვს

ტყიბულის ქვანახშირის კარიერში მასის ჩამოშლის შედეგად, კარიერში მოყოლილი ერთ-ერთი ადამიანი კონტაქტურია, მისი ხმა ისმის, რომელიც შველას ითხოვს.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შახტაში მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ადამიანამდე ჩასვლა და ამ ეტაპზე მიმდინარეობა მისი ამოყვანის ღონისძიებები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე. ადგილზე დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები და შახტის ტერიტორიაზე დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ჩაატარეს…

მეტი...

უბედური შემთხვევა ტყიბულში – ჩამოშლილ კარიერში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ

ტყიბულში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. მაშველები რამდენიმე ადამიანს ეძებენ, რომლებიც ქვანახშირის კარიერში მასის ჩამოშლის შედეგად მოყვნენ. სავარაუდოდ, დაკარგულია 2 ადამიანი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა კარიერის მოპოვებისას მოხდა.

მეტი...

ვირუსით 61 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 157 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 774 458. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 871 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა, აჭარა – 164, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 225, შიდა ქართლი – 354, გურია – 137, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 333, კახეთი – 257, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 139, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

მეტი...

ვირუსით 4 058 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 440  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 058  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 157   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  835 306-ს.

მეტი...

კორონავირუსის ახალ შტამს „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიენიჭა

სამხრეთ აფრიკაში გამოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სწორედ „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიენიჭა ვირუსის ახალ შტამს და მას „ომიკრონი“ უწოდა. ახალი შტამი 500-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ე.წ. ჩინური, პირველდი ვირუსი. ჯანმოს ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ აფრიკულ ვირუსს არაერთი მუტაცია აქვს და მათი ნაწილი საკმაოდ შემაშფოთებელია. ამ ეტაპისთვის უცნობია ახალი შტამის გავრცელებისა და გადადების მასშტაბები. ასევე, ჯერ დადგენილი არ არის, მოქმედებს თუ არა არსებული ვაქცინა მის წინააღდეგ.

მეტი...