სამართალდამცველებმა ციხესთან მობილიზებულ ოპოზიციას სცენა და ტექნიკა ჩამოართვეს

რუსთავის ციხესთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სამართალდამცველები შესაძლებლობას არ აძლევენ, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენა ააწყონ და შესაბამისი ტექნიკა განათავსონ.

სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორებს სცენა და შესაბამისი ტექნიკა ჩამოართვეს. როგორც ადგილზე ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუმარტა, ეს საჭიროა უსაფრთხოებისთვის.   

„ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი და სცენა გადაიტანონ მეორე მხარეს. პოლიცია მოქმედებს პოლიციის კანონის შესაბამისად. ციხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. მოხდა ალტერნატიული ადგილის შეთავაზება, მათგან მივიღეთ უარი და ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად. კანონის შესაბამისად მოხდენა ამ ტექნიკის დაბრუნება იმ კომპანიისთვის, ვისაც ეკუთვნის ეს ტექნიკა“ – განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან დაგეგმილია 18:00 საათზე.      

მსგავსი თემები