140 საარჩევნო უბნის შედეგებს ხელახლა გადათვლიან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ  ნოემბერს, 140 საარჩევნო უბნის შედეგებს ხელახლა დათვლიან. ასევე, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით,  საოლქო საარჩევნო კომისიები  სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, 7-7 საარჩევნო უბნის შედეგებს გადათვლიან. „მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება. ხვალვე, გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება. ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი…

მეტი...

„ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო“ – ევროკავშირი არჩევნებზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, 2021 წლის 31 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კომენტარს აქვეყნებს. შეფასებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „30 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებს დაუბრუნდნენ. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მათი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის COVID-19 პანდემიის პირობებში. გულითადად მივესალმებით ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც. მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა მან ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა…

მეტი...

ოპოზიცია 7 ნოემბრიდან მასშტაბურ აქციებს იწყებს

„უკან დასახევი გზა არ გაქვს, უკან დასახევი გზა ჩახერგილია“ – განაცხადა ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე და 7 ნოემბერს მასშტაბური აქცია დააანონსა.    „ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე,…

მეტი...

“ბრძოლა ბოლომდე” – მამუკა ხაზარაძე პარლამენტის მანდატს ტოვებს 

ოპოზიცია ბრძოლისთვის ემზადება. აღნიშნული განცხადება ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთეს. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ის საქართველოს პარლამენტს ტოვებს.    „მე ვტოვებ პარლამენტს. აი, ჩემი მანდატი, ვტოვებ პარლამენტს იმისთვის, რომ ქუჩაში გავაგრძელო თქვენთან ერთად ბრძოლა. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებისთვის, დათმობა არ იქნება“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ აქციაზე.

მეტი...

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, რამდენიმე წუთში ოპოზიციური პარტიის ლიდერები გამოჩნდებიან და სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ. პარლამენტის მიმდებარედ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე მიიყვანეს ე.წ. ყვითელი ავტობუსები, სადაც სამართალდამცველები იმყოფებიან და ასევე, პოლიციის ეკიპაჟები.

მეტი...

ოპოზიცია 19:00 საათზე პარლამენტთან იკრიბება

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პროტესტს იწყებენ. სამოქმედო გეგის გასაცნობად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც სამოქმედო გეგმას დასახავენ.   „იმისთვის, რომ ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, გაგაცნოთ, თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მეტი...

„დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას“ – კახა კლაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და ცესკოს შედეგების იხედვით, გამარჯვებულმა მერმა კახა კალაძემ მედიის თვის ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველას მერი იქნება და პოლიტიკაში დესტრუქციას დაასრულებს. „რა თქმა უნდა, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. მინდა მივმართო ჩემს თბილისელებს – ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს…

მეტი...

„გაშვებული შესაძლებობა დემოკრატიის გზაზე“ – „სამართლიანი არჩევნების“ შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი  არჩევნები“ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურს არადემოკრატიულად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი. „ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნები ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა. კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა…

მეტი...

„სულ თმებით გამოვათრევ კობახიძეს“ – ნონა მამულაშვილი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობას ომი ღიად გამოუცხადა. მისი თქმით, ეს შედეგები ვერ გაფორმდება. „ყველანაირ მშვიდობიან მეთოდს გამოვიყენებთ, რომ ეს ხალხი მოვაცილოთ აქაურობას და დავუბრუნოთ პირველივე რეისით პუტინს. იქნება აბსოლუტურად ყველა მეთოდი აქციების ჩათვლით, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ამ ხელისუფლებას, ვუთხრათ, რომ მათი წასვლის დრო დადგა. ამას აჯანყებას დავარქმევთ თუ აქციებს, ვფიქრობ რომ ერთსა იმავეზე ვსაუბრობთ. სულ თმებით გამოვათრევ იმ კობახიძეს. ამიტომ, მე ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, რომ დროზე მოვიდეს გონს და გადაწყვიტოს რომელი რეისით შევა მოსკოვში, ამიტომ ველოდებით დღეს. ნიკა მელიამ როგორც თქვა, ბრძოლა…

მეტი...

ვირუსით 42 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 660 518.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 045 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი – 219, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი -197, კახეთი – 352, მცხეთა-მთიანეთი – 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20. 

მეტი...

ვირუსით 3 382 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 193 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 389  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  719 247-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.68%.

მეტი...

წალენჯიხაში არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წნასწარი მონაცემებით, 14 თვითმმართველ თემში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთ თემში – წალენჯიხაში, კი  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. წალენჯიხაში, ყველა უბნის მონაცემებით, უპირატესობა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ მოიპოვა. ეს არის ერთადერთი თემი, სადაც არჩევნები ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო. კერძოდ,  გიორგი ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოგა გულორდავა – 48,893%.

მეტი...

ცესკოს მონაცემებით, თბილისში არჩევნები მმართველმა გუნდმა მოიგო

ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების  II ტურის შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს შედეგებით, თბილისში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. ამ ეტაპისთვის, თბილისში 769 უბნიდან 768 უბნის ოქმები შევიდა. ყველგან კახა კალაძე ლიდერობს. გამოქვეყნებული ინფორმაციით, კახა კალაძემ ხმების  55.60% მიიღო, ნიკანორ მელიამ კი 44.39%.

მეტი...

„ყველა ოჯახის მეგობარი მერი ვიქნები, კანდიდატის მერიც ვიქნები“ – ანზორ მელია

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, პირველი განცხადება ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამაც გააკეთა. როგორც ყველა კანდიდატი, გამარჯვებისთვის მადლობას მელიაც იხდის და პირობას იძლევა, რომ გაამართლებს.     „ყველა ოჯახის მეგობარი მერი ვიქნები, კანდიდატის მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მადლობა ჩემს გუნდს. მადლობა ჩემს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს თანადგომისა და სიყვარულისთვის, რასაც ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებიდან. მე გავამართლებ თქვენს ნდობას“ – განაცხადა ანზორ მელიამ.  

მეტი...

ნიკანორ მელიასთვის თავში ჩარტყმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვაზისუბანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასტან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 162 პრიმა მუხლით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც შეკრებილი იყვანენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია მხარდამჭერებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები. საარჩევნო უბანზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის…

მეტი...

ყველგან, სადაც “გორბი” ატარებდა კვლევას, გამარჯვებულია “ქართული ოცნება” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩევლებს, ვინც მას მხარი დაუჭირა, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.  “განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მეხმარებოდა და გვერდით მედგა. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და ძალიან კარგად მაქვს გათვიცნობიერებული, თუ რას ნიშნავს მეორე ვადით იყო დედაქალაქის მერი. კარგად ვიცი ის პრობლემები, რაც თბილისს აწუხებს. სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განხორციელდება მასშტაბური პროექტები. დღეს რაც ამ ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება, არის აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს, ყველგან, სადაც “გორბი”…

მეტი...

“მადლობა უფალს, არჩევნები ძალიან მშვიდად ჩატარდა, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ” – პრემიერი

პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინასწარი მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა. დიდი მადლობა, ყველას გილოცავთ გამარჯვებას ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა. მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. მადლობა ყველაფრისთვის ჩვენს ხალხს. მადლობა უფალს, დღეს ძალიან მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით. მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

„მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით ოპოზიცია იმარჯვებს

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ეგზიტპოლი კომპანია „ანოვამ“ ჩაატარა. მიღებული შედეგებით კი ოპოზიციის კანდიდატები ყველგან ლიდერობენ. 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძემ ხმების 49% მოიპოვა; ოპოზიციის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ კი – 51%. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია: რუსთავი – დავით კირკიტაძე – 53%; ნინო ლაცაბიძე – 47%; ქუთაისი – ხატია დეკანოიძე 53%, იოსებ ხახალეიშვილი – 47%; ზუგდიდი – ანზორ მელია – 53%; მამუკა წოწერია – 47%; ბათუმი – გიორგი კირთაძე 51%; არჩილ ჩიქოვანი – 49%. ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი 3%-ია. რაც შეეხება „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებს, ყველგამ მმართველი…

მეტი...

“მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინციპული არჩევანი, დღეს კი ჩვენ ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანეთ” – ირაკლი კობახიძე

მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინციპული არჩევანი, ჩვენ ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2 ოქტომბერს ხალხმა უარი უთხრა იმას, რასაც ყველამ უნდა უთხრას უარი. „მადლობა ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინიპული არჩევანი, არჩევანი, რომლის მიხედვით უარი ეთქვა იმას, რასაც უარი უნდა უთხრას აბსოლუტურად ყველამ და მხარი დაუჭირა კიდევ ერთხელ ჩვენს პოლიტიკურ ძალას და დღეს მნიშვნელოვანი იყო ამ გამარჯვების კიდევ ერთხელ მიყვანა ბოლომდე და ეს გამარჯვება ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ,“- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

“თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, ოთხივე ქალაქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმარჯვებს” – “გორბი”

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 57,2% -იანი მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას მხარი ამომრჩეველთა 42.8%-მა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა: ბათუმი – „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი – 50,8%, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 49,2%; ქუთაისი – “ქართული ოცნება”, იოსებ ხახალეიშვილი – 51,9%, “ნაციონალური მოძრაობა”, ხატია დეკანოიძე 48,1%; რუსთავი – “ქართული ოცნება”, ნინო ლაცაბიძე – 53,8%, “ნაციონალური მოძრაობა”, დავით კირკიტაძე 46,2%.

მეტი...

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით კახა კალაძემ გაიმარჯვა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, რომელიც „გორბს“ ეკუთვნის, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  57,2%  მიიღო. ნიკანორ მელიამ კი – 42.8%. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა: ბათუმი – „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი – 50,8%, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 49,2%; ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი – 51,9%, ხატია დეკანოიძე 48,1%; რუსთავი – ნინო ლაცაბიძე – 53,8%, დავით კირკიტაძე 46,2%.

მეტი...

“ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ დაამხობენ” – ნინო ბურჯანაძე

ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ მას დაამხობენ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, თუ ეს ხელისუფლება გაბედავს და 20-ვე თვითმმართველ ერთეულში დაიწერენ გამარჯვებას, დღეს თუ ხვალ, ისენი დაემხობიან. „ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ მას დაამხობენ. ხალხი დაამხობს ამ ხელისუფლებას. ეს არ გვინდა, იმიტომ, რომ მშვიდობიანად განვითარდეს მოვლენები, გვინდა ჩატარდეს არჩევნები და გვინდა, რომ რაღაცა აზრი დარჩეს არჩევნებს და არჩევნებისადმი მინიმალური რწმენა მაინც დარჩეს. თუ ესენი გაბედავენ და 20-ვე თვითმმართველ ერთეულში დაიწერენ გამარჯვებას, დღეს თუ ხვალ, ესენი დაემხობიან. ეს არ…

მეტი...

მმართველი გუნდი გამარჯვებას აღნიშნავს

საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა. მმართველი გუნდი გამარჯვებას ზეიმობს. ამ წუთებში, განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს. მან კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა. ასევე გამარჯვება მმართველი გუნდის ყველა კანდიდატს მიულოცა.  

მეტი...

საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. დღეს საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური 40 საარჩევნო ოლქსა და 1869 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. გახსნილი იყო 1830 საარჩევნო უბანი. ამომრჩევლებს მოემსახურა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე 29 სპეციალური უბანი, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს მოემსახურა. მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  საქართველოს 2 088 722 მოქალაქეს შეადგენდა.  17 მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება “ქართულ ოცნებასა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატებს შორის მოუწიათ. რაც შეეხება დანარჩენ 3-ს, მმართველი გუნდის კანდიდატის კონკურენტი ცაგერში…

მეტი...

„ვიგებთ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში იგებს. მისივე თქმით, სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია. „შემოსულია მონაცემები 19:00 საათის მონაცემებით. ამ მონაცემების თანახმად, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში. თუმცა, რჩება 45 წუთი და ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს, ტავი შეიკავონ პროვოკაციებისკენ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.  

მეტი...

ვაზისუბანში ფიზიკური დაპირისპრებაა, ერთმანეთს აგინებენ

ვაზისუბანში, 62-ე უბანზე ვითარება დაიძაბა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ეს ის საარჩევნო უბანია, სადაც დენი გაითიშა. სწორედ ამ მიზეზით ადგილზე მივიდა ნიკა მელია, რომელიც მმართველ გუნდს ელექტროენერგიის ხელოვნურად გათიშვაში ადანაშაულებდა. ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების დეპუტატებიც და მოხდა დაპირისპირება, ერთმანეთს აგინეს. როცა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, მას უკნიდან ვიღაცამ ხელიც ჩაარტყა. ადგილზე იმყოფება მმართველი გუნდის დეპუტატი ბექა დავითულიანიც. ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფა და პროვოკაციული შეძახილები.     

მეტი...

ცესკოს მონაცემებით, ამ ეტაპისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39,5%-ია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართა. როგორც კომისიაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 825 129 ადამიანი მივიდა რაც 39,5%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში – 52,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მცხეთა მთიანეთში – 33,9%. „მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 2 საათი დარჩა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან…

მეტი...

„არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც“ – გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ადამიანების, რომლებიც სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ და რომლებიც ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებას გეგმავდნენ, უახლოეს საათებში, მაგისტრი მოსამართლეების წინაშე დაიკითხებიან. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არც აყენებენ.        „ეს არის საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც აბსოლუტურად კანონიერი გზით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისთვის, რამაც თავისთავად შეასრულა საპრევენციო ხასიათის როლი. ჩვენ ამით მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა ნებსით ან უნებლიეთ მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, მივეცით ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას და ა.შ.…

მეტი...

„ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ“ – ირაკლი კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძემ არჩევების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატები მყარდ იგებენ. „საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ნაცმოძრაობის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს“ – აღნიშნა კობახიძემ. მისივე…

მეტი...

“დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, ვირჩევთ მომავალს” – პატრიარქი

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ილია მეორემ გადასატანი ყუთით ისარგებლა და ხმა საპატრიარქოს რეზიდენციაში მისცა. „დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს საქართველო. იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა“, – განაცხადა ილია მეორემ.

მეტი...

“15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა” – ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამომრჩევლის აქტივობის კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მცხეთა-მთიანეთშია 26,9%. თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 30,8%-ს შეადგენს, რაც ჯამში 308 856 ამომრჩეველია. ოლქების მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა 34,2% დიდუბეშია, ყველაზე დაბალი 27,4% ისანში.

მეტი...

“პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება” – კახა კალაძე

“ქართული ოცნებიდან” თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით, ოცივე ოლქში, სადაც მეორე ტური იმართება, ძირითადად საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს, გარდა რამდენიმე ქალაქისა. კახა კალაძის თქმით, ადგილი აქვს ამ ქალაქებში სიტუაციის დაძაბვის მცდელობას სამწუხაროდ, ძირითადად, გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება. თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს ამომრჩეველთა სიების ქონის კანონიერი უფლება გააჩნიათ. “ამ დროისთვის, ოცივე ოლქში, სადაც მეორე ტური იმართება, საერთო ჯამში, მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება.…

მეტი...

ცესკო ერთ პირზე გაცემული ორი პირადობის შესახებ განმარტებას აკეთებს

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა პირადობის გამოყენებას ეხება, ცენტრალური საარჩევნო კომისია  განმარტებებს აკეთებს. “აქტიურად დაიწყო თემით მანიპულირება სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე. აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა…

მეტი...

N12 დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და პოლიციის მობილიზება არ ხდება – სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც N12 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზებაა და ხდება სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეყვანა. უწყების განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. “გაცნობებთ, რომ კადრები, რომელიც გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა.  ინფორმაციისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე.   გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა…

მეტი...

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თამარ კორძაიას ბრალდებას სიცრუეს უწოდებს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პასუხობს ბლოკის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის, თამარ კორძაიას მიერ მედიაში გავრცელებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს, სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. „სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემით არის შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური. გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ. იგი საარჩევნო სიაში ძველი…

მეტი...

“ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს მივეცი” – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს მისცა, მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია, ძარცვა და ადამიანის ქონების და ღირსების მიტაცება” -აღნიშნა მან. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა: “კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არ მოგვიხდეს მერე, ქართველების იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენს მიერ არცეული ადამიანი, ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს, აი, ამის მტკიცება რომ არ მოგვიხდეს, რომ არ მოგვიხდეს…

მეტი...