მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაშიც პრობლემებს ხედავს  

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი ისევ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოლოდინშია. ამავდროულად აცხადებს, რომ ის უნდობლობას უცხადებს გორის ჰოსპიტალს „უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფება ამ დანაყოფიდან, იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია. ვითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება,  რომელ მულტიფუნქციურ და მრავალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ

გლდანის ციხის საავადმყოფოში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი  მზადაა გაიზიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შეწყვიტოს შიმშილობა, თუ  მოხდება მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება. „მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა. შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია და არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი. ამას გარდა წამოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ასევე მათი ძალადობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე უდიდეს საფრთხედ…

მეტი...

„როცა პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, მისი ამ მეთოდით შეყვანა მისაღება“ – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლკსი აცხადებს, რომ ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა, უნდა გამოქვეყნებულიყო. მისივე თქმით, კადრებში არსად ჩანს პრეზიდენტის თმებით თრევა.     „როცა პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, ეს სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მისი ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია, თუმცა სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ არის. ეს არის მოცემულობა, რასაც თავისი სამართლებრივი ნაწილი გააჩნია. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი მოატყუეს.  შეიძლება დათანხმდა და შემდეგ სწორედ ეს გაითამაშა, რაც მისგან სავსებით მოსალოდნელია. პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, სად განათავსოს პატიმარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია თავად…

მეტი...

სააკაშვილის დამამცირებელ და ნახევრად შიშველ კადრების გავრცელებაზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში იძულებით შეყვანასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, ამგვარი კადრების გავრცელება შეურაცხმყოფელია, ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და უნდა შეწყდეს მსგავსი დამამცირებელი და ნახევრადშიშველი კადრების გავრცელება.   „იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია. ხაზგასასმელია, რომ ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა…

მეტი...

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ვიდეოკადრებს ავრცელებს [ვიდეო]

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ვიდეოკადრებს ავრცელებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. https://fb.watch/9cO28aqzc7/

მეტი...

სუს-ის შენობასთან, სადაც „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, კორპუსიდან ქვები ისროლეს – დაშავდა 2 ადამიანი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს. დაშავებულია აქციის ორი მონაწილე. ერთ-ერთ დაზიანება თავის არეში აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ნიკა მელიას ინფორმაციით, ქვები სამართალდამცავებს გადეცათ, როგორც აქციის წევრები ამბობენ, ასევე გადმოკიდეს პლაკატი, წარწერით “დარჩი სახლში” და მმართველი გუნდის ლოგო – 41.

მეტი...

“ამ წერილში საუბარი არ არის, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში” – თეა წულუკიანი სტრასბურგის წერილზე

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა. მინისტრის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ასევე სახელმწიფომ, მოკლე ვადებში უნდა შეასრულოს.  “ცალსახად არის მითითებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს ბატონ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, უფრო მეტიც, არამცთუ მოუწოდებს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით, ის მას ავალებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. როდესაც ერთი მხარე იღებს, ან რომელიმე მხარე იღებს დავალებას 39-ე მუხლის საფუძველზე, ეს დავალება უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოცემული მხარე თუ ამ დავალებას არ ასრულებს, ის არ არის კეთილსინდისიერი. საუბარი ამ წერილში არ არის…

მეტი...

“გეგმა არის ერთადერთი, არ იქნება მოსვენება, ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოინგრევა” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კადრების გასაჯაროება მოუწია. მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალადობით შეიყვანეს და ეს კადრებზეც აღბეჭდილია. „რასაც ვუყურებთ ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, არც მეტი და არც ნაკლები, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ პირადი შურისძიება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უსამართლო სასამართლოთი სარგებლობის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა. პროცესზე არ ასწრებენ ადამიანს, რომელსაც უკვე რამდენი ხანია, არ აძლევენ უფლებას, სატელეფონო ზარები განახორციელოს, ადამიანს, რომელსაც ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე იტაცებენ. ადამიანს, რომელზეც ძალადობს სისტემა და მერე იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს ის კადრები,…

მეტი...

“მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება”- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2021 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ კადრებს, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული…

მეტი...

“დიდი მადლობა მათ, მე პირადად სხვა მოწოდებას ველოდებოდი, საავადმყოფოში რომ გადაიყვანონ და მიხედონ” – გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

დიდი მადლობა მათ, მე პირადად სხვა მოწოდებას ველოდებოდი, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ის ელოდა, მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ამასთან გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული კადრები არ უნახავს. “არ მინახავს კადრები, კარგს რომ არაფერს გამოაქვეყნებდნენ ვიცი. რა უნდა ვთქვა? არ მინახავს”,- აღნიშნავა გიული ალასანია. კითხვაზე, თუ რას ეტყოდა შვილს ასე უპასუხა: “არაფერს”. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. ამასთან, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით,…

მეტი...

“ხელისუფლება ზრუნავს ციხის სისტემის მთლიანობაზე, სააკაშვილის მეგობრები და მომხრეები კი, მის ღირსებაზე, ორივე მათგანი ლეგიტიმურია” – დიეგო კოლასი

ხელისუფლება ზრუნავს ციხის სისტემის მთლიანობაზე, ხოლო სააკაშვილის მეგობრები და მომხრეები მის ღირსებაზე, ვიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარე საკითხს სიფრთხილით მოეკიდოს და იპოვოს შესაბამისი გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა. ელჩის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. წავიკითხე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. დამატებით ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რაც წერილში ეწერა და ვფიქრობ, არ იქნება გამოსადეგი, რომ სტრასბურგის სასამართლოს წერილის პერიფრაზირება მოვახდინო. ზოგადად, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გუშინ გავაკეთე განცხადება, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. გუშინდელ განცხადებაში…

მეტი...

“მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმოქმედონ ამ გადაწყვეტილების სწრაფად შესრულებისთვის” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ამ მოლენების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით გარკვეული წუხილები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი დიდი ყურადღებას აქცევს საქართველოში ზოგიერთ ინსტიტუტს. „სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ მივესალმებით, ვფიქრობ, ეს ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს, რადგან არც დიპლომატები და არაც პოლიტიკოსები არ არიან ექიმები, რათა სამედიცინო რჩევა გასცენ. ვიმედოვნებ, ის მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. ასევე აღვნიშნავ იმ განსაკუთრებულ როლს, რომელსაც ასრულებს სახალხო დამცველი კონსტიტუციის ფარგლებში ამ საქმის ზედამხედველობის, რჩევებისა და შეფასებების გაცემის კუთხით, რასაც ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ. მსურს, აღვნიშნო სახელმწიფო…

მეტი...

“გატაცება” დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას” – იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ბაზაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, ოპონენტებმა “გატაცება” უწოდეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. “გატაცება” – ამ ტერმინს ჩვენი ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ და უნდათ მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და უნდა დაარწმუნონ, რომ თითქოსდა ვინმე გავიტაცეთ… ჩვენმა ოპონენტებმა “გატაცება” დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას…” – აღნიშნა მინისტრმა. ბრიფინგზე გავრცელდა გლდანის დაწესებულებაში შესახლების კადრები, რომელიც რამდენიმე სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. კადრები პენიტენციურმა სამსახურმა მინისტრის განმარტებით “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის” გამო…

მეტი...

“თავად პატიმარი, არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას” – რატი ბრეგაძე

ჩვენი ინტერესია ყველა პატიმრის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა. პატიმარი სააკაშვილი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო მე-18 დაწესებულებაში, მან ჩვენს თანამშრომელს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, ადვოკატების განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალო დაწესებულებაში შესახლებისას შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცრუეა. „კიდევ ერთი ბრალდება, რასაც წამების და არაადამიანური მოპყრობის კონტექსტში გავაგრძელებ. ერთ-ერთი ტელეარხის დირექტორის და ამავდროულად, ადვოკატის, ბატონ ნიკოლოზ გვარამიას ვციტირებ და უკაცრავად, თუ რაიმე ისეთი სიტყვა არის, რაც არ ესიამოვნება საზოგადოებას. მხოლოდ და მხოლოდ ვციტირებ, „მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხემდე…

მეტი...

“თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვიტავს, რუსთავის ციხეში დააბრუნებენ” – რატი ბრეგაძე

ჩვენი ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ ტერმინ გატაცებას, სურთ, მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის შეფასებით, მსგავსი საუბრები არის მავნებლობა. „მინდა, გავაკეთო განცხადება ბოლო დღეების განამვლობაში გავრცელებულ ამ მავნებლურ ბრალდებებზე. დავიწყებ ტერმინი გატაცებით, რომელსაც შეგნებულად ამკვიდრებენ ჩვენი ოპონენტები და უნდათ, მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ. საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი, საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანას უწოდო გატაცება.…

მეტი...

რატომ არ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში

რატომ არ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში? – იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.  “დიახ პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე არ მისულიყო, ვინაიდან პატიმარი უარს ამბობს მკურნალობის არსებითი ნაწილის გაგრძელებაზე და შესაბამისად, შესაძლებელი იყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო. ეს რომ სასამართლოში მომხდარიყო, ვინ აიღებდა მერე ამაზე პასუხისმგებლობას. ჩვენ პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ასე გავაგრძელებთ. ასევე, აქ იყო უსაფრთხოების ფაქტორი და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ სასამართლოსთან ისევ იყო ოპოზიციის მიერ მიყვანილი ხალხი და…

მეტი...

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ავრცელებს.  რატი ბრეგაძის თქმით, ეს საზოგადოებას დაანახებს რეალურად, თუ როგორ იქნა შესახლებული ექსპრეზიდენტი მე-18 დაწესებულებაში, როგორ განთავსდა პალატაში და ასევე, როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას დაწესებულების თანამშრომლებს და როგორ აზიანებს სამედიცინო ტექნიკას.  ისუტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს იუსტიციის მხრიდან უკვე მოყვა რეაგირება. 

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისაღები და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და მათი სულისკვეთება ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა.  მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ჰუმანური და მისაღებია.  “საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ერთი კონკრეტული მოთხოვნით – დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ კი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტისათვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისაღები და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება ერთმანეთს ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის…

მეტი...

ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა კახა კუჭავას ხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდებიან. შეხვედრა კუჭავას სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული იმ განცხადების თაობაზე ხვდებიან, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, პარტია იღებს პასუხისმგებლობას, რომ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება.

მეტი...

“მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ აკეთებთ ინტერპრეტაციას, საერთაშორისო სასამართლოს ნორმების კითხვა ყველამ კარგად იცის” – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის წევრის“, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და დებულებები ინტერპრეტირების საშუალებას არ იძლევა. დეკანოიძის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლება პასუხისმგებელია, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და მისი ჯანმრთელობის დაცვა. „დროებითი ნორმის ზოგადი ინტერპრეტირება არ არსებობს სასამართლოს მიხედვით, რომელმაც ძალიან ზუსტად განმარტა შემდეგი დებულებები: პირველი, დაამტკიცა და ფართოდ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს უკვე ორმოცი დღე, რასაც „ქართული ოცნება“ უარყოფდა და ძალიან ჰუმანური, მათ შორის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ევროსასამართლომ მოშიმშილეს მოუწოდოს, შეწყვიტოს შიმშილობა. მეორე, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით სერიოზული ღონისძიებები განახორციელოს სააკაშვილის მიმართ, რაც…

მეტი...

“მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება” – ელენე ხოშტარია

შიმშილობის მეცხრე დღეს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხოშტარიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრები დაეცემა, მედიკამენტოზურ მკურნალობაზე თანახმა იქნება. ამის შესახებ განცხადება ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.  “მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება. მე დავთანხმდი ერთ გადასხმას, ერთმა გადასხმამ არ გააუმჯობესა ეს პარამეტრები, ამიტომ, ის ისევ კრიტიკულ დაბალ ზღვარზეა, დავთანხმდი მეორე გადასხმას. სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ. არ მივიღებ კალორიებს, არ მივიღებ დანამატებს. მე ამას ვაკეთებ არა იმისთვის, რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა, არამედ იმისთვის, რომ არ დამძიმდეს კრიტიკულად მდგომარეობა,“ – ამბობს ელენე ხოშტარია. 

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში გააკეთებს ვრცელ განმარტებას” – ირაკლი ღარიბაშვილი

მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს წერილს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირალი ღარიბაშვილის თქმით, თემაზე ვრცელ განმარტებას იუსტიციის მინისტრი გააკეთებს.  მთავრობის მეთაურის თქმით, მას ამ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს. “მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარსდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

თავდაცვის ძალებში უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ მიმდინარეობს

თავდაცვის ძალებში უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ მიმდინარეობს. სწავლების მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწაა. წლევანდელ სწავლებაში საშტაბო ნაწილის გარდა საველე კომპონენტებიც არის გათვალისწინებული. საველე სწავლებებში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები იღებენ. ასევე, საველე სწავლებებში თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობენ შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სწავლების ფარგლებში სიმულაციური სცენარის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობით უწევთ, საომარ და კრიზისულ სიტუაციაში მოქმედებები, ასევე ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება. სწავლებაში პირველად არის გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომელიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და…

მეტი...

“პატიმარზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, პრობლემაა და მხოლოდ მათზე ვარ კონცენტრირებული” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, ამიტომ აღარ აპირებს პატიმარზე საუბარს. პრემიერმა ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარს აღარ აპირებს და თემაზე კომენტარს იუსტიციის მინისტრი გააკეთებს. „ბუნებრივია, გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბატონი იუსტიციის მინისტრი ვრცლად გააკეთებს განმარტებას ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად, ამ თემაზე მე არ მსურს, ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროროგატივა. მე გითხარით, რომ პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი...

“მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია” – მარინა ენდელაძე

77 გარდაცვლილი და 4 563 ახალი შემთხვევა – ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკა. ყოველდღიურად ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლები კლინიკებში მძიმე პაციენტების რიცხვსაც ზრდის. რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების დიდი ნაწილი ხანდაზმულია და მათ შორის აცრილი არავინაა. არ არის გამორიცხული ჯანდაცვის სამინისტროს გარე რეზერვების გამოყენება დასჭირდეს. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ბუნებრივია სიკვდილობის მაჩვენებელსაც ზრდის. მისივე განმარტებით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გაგრძელდა, კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამოიწურება. “მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ. ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია. ვერ ვიტყვი, რომ იზრდება, მაგრამ განსაკუთრებულად ეს…

მეტი...

სუს-თან საპროტესტო აქციისას დაკავებულ სამ პირს გორის იზოლატორში ადვოკატი ხვდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბესო გაზდელიანი, დავით ტყებუჩავა და ირაკლი კვარაცხელია გორის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულებთან ამ წუთებში ადვოკატი იმყოფება. უფლებადამცველი ამბობს, რომ ისინი უკანონოდ დააკავეს. ლიკა ტურაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დაკავებისას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. „გუშინ ვიყავი შესული და მოვინახულე სამივე დაკავებული. ბესო გაზდელიანს, ირაკლი კვარაცხელიას და დავით ტყებუჩავას ედავებიან ორი მუხლით. ესაა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები, რაც გულისხმობს ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას. როგორც დაკავებულებმა მითხრეს, მათი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ზოგიერთ მათგანს, უბრალოდ უკნიდან მიეპარნენ და მოიტაცეს.…

მეტი...

“მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ექმნება” – კლინიკების ასოციაციის ღია წერილი აშშ-ის ელჩს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს და მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისთვის დახმარებას სთხოვს: “ქალბატონო კელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკვე 42 დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს, მთელი რიგი სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციების მოშალს, მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს იშემიური მოვლენები და პოლიორგანული უკმარისობა. ერთდროულად რამდენიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევის და ორგანული ცვლილებების ჩამოყალიბების შემთხვევაში ჩნდება რისკი, შეუქცევადი პროცესების…

მეტი...

მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო, ერთ-ერთი პირველი, ვინც Pfizer-ით აიცრა, 13 წლის არის

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და მათ შორის, გარდაცვლილთა რიცხვი ისევ ყოველდღიურად იმატებს.  იმუნიზაციის ყველზე დიდ ცენტრში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, გარკვეულმა ინიციატივებმა დადებითი ტენდენცია უკვე აჩვენა. 60 წელს ზემოთ ასაკში აცრები გააქტიურდა. დღეს მოზარდების ვაქცინაციის პროცესიც დაიწყო, 13 წლის თორნიკე ებრალიძე პირველი იყო, ვინც Pfizer-ით აიცრა, მისთვის მთავარი მოტივაცია კი, სკოლაში უსაფრთხოდ სიარული იყო. რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების დიდი ნაწილი ხანდაზმულია და მათ შორის აცრილი არავინ არის. გარდაცვლილთა 80% იგივე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. ყოველდღიურად ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლები კლინიკებში მძიმე პაციენტების რიცხვსაც ზრდის.  არ არის გამორიცხული, ჯანდაცვის სამინიტროს გარე რეზერვების გამოყენება დასჭირდეს. ექიმების პროგნოზები საგანგაშოა, ისინი ამბობენ,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 739-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 563 პირს დაუდასტურდა, 4 744 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 10 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 751 შემთხვევა გამოვლინდა, 3 647 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 744 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 744 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9.98%, ბოლო შვიდი დღის – 10.19%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 771 381 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 705 312 გამოჯანმრთელდა, 10 739 კი, გარდაიცვალა. ამასთან, 10 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 647 პაციენტი, გარდაიცვალა 78.

მეტი...

საპატრიარქოს განცხადებით, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის რაციონი არასამარხვოა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ორჯერ მოინახულა. საპატრიარქოს შეფასებით, ორივე შემთხვევაში მიტროპოლიტისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. „თადაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ წლების მანძილზე ჩადენილი დანაშაული. რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო,…

მეტი...

“101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება” – აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკის 101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება. როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზიის განვითარების ბანკის მიერ (ADB) დღეს დამტკიცებული 101 მილიონი ევროს (დაახლოებით 119.9 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სესხი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას და უკვე არსებულის რეაბილიტაციას, ასევე ურბანულ ცენტრებში სერვისების გაუმჯობესებას ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაზრდას მოხმარდება. “საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ეკონომიკური ზრდა არათანაბრად იყო განაწილებული და მასზე მძიმე ზეგავლენა იქონია კოვიდ-19-ის პანდემიამ,“ – განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა…

მეტი...

“დაუყონებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები” – ნონა მამულაშვილი

ენმ მოთხოვნების შესრულებამდე, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. “მოთხოვნები კვლავ რჩება უცვლელი: პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა თქმა უნდა, გაყალბებული არჩევნების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილას, მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც მას ექნება საშუალება, რომ მიიღოს სრული მომსახურება იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება,” – აცხადებს ენმ-ს წევრი ნონა მამულაშვილი.

მეტი...

გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის და ექსპერტიზის პროცედურა ჩატარდა

სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გვიან ღამით დასრულდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს. დაახლოებით 8-საათიანი პროცედურის შემდეგ, გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც და დაილუქა ტანსაცმელი, რომელიც გლდანის დაწესებულებაში შესვლისას ეცვა. გამომძიებლის თანახმად, ექსპრეზიდენტს ვიზუალურად დაზიანების კვალი არ აღენიშნება, თუმცა, საბოლოო დასკვნას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემს. მიქელაძის განცხადებით, გამოკითხვისას სააკაშვილისგან მიღებული ინფორმაციის შინაარსზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ილაპარაკებს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა…

მეტი...

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია აქციაზე დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ მათ ოჯახებსა და ადვოკატებს

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ მათ ოჯახებსა და ადვოკატებს – ნინო ლომჯარია სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან ჩატარებულ აქციებზე გუშინ სამართალდამცველების მხრიდან დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, 46 დაკავებულიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა 23 მოინახულეს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროტესტის მონაწილეების თქმით, დაკავების საფუძველი არ არსებობდა. ლომჯარიას შეფასებით, დაკავებულთაგან მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, რის შესახებაც ინფორმაცია უკვე მიეწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

მეტი...

„მიშას გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყოს!” – სანდრა რულოვსის ემოციური წერილი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დედამთილს, გიული ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურ წერილს აქვეყნებს. „ჩემი დედამთილის, გიული ალასანიას დაბადების დღეა. მეტირება როდესაც ვფიქრობ მის განცდებზე: ერთადერთი შვილი უდანაშაულოდ ზის ციხეში და ელემენტარული უფლებებისთვის იბრძვის: სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება!ხვალ ასევე ჩვენი ოჯახის დიდი მეგობრის, გელა ჩარკვიანის დაკრძალვაზე მისვლას აპირებს, რაც ასევე უმძიმეს გულისტკივილს წარმოადგენს.გიული უძლიერესი ქალია და ძალიან ბევრი რამ ძალიან ღირსეულად გადაიტანა. ამ ბოლო დროს ის მე მაწყნარებს როცა მიჭირს: შენც ჩემი შვილი ხარ, სანდრა, გაძლიერდი! გილოცავ გიული, სულით და გულით! მიშას გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების…

მეტი...