ნინო ლომჯარიას განცხადებით, როცა მიხეილ სააკაშილი სიარულს შეძლებს, სასეირნო სივრცეც დასჭირდება

სახალხო დამცველი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. როგორც ჰოსპიტალიდან გამოსულმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესვლა გართულებულია და ამ პროცედურებს 2 საათი დასჭირდა. „შესვლა ძალიან გართულებულია.  სულ მცირე ორი საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ რეალურად, შიგნით  გაურკველობაა. გართულებულია კომუნიკაცია. ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციურ უწყებას შორის ხდება კომუნიკაცია და  ერთმანეთში რეკავენ. ეს ჩემთვის გაურკვეველია“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის უფლებრივ მდგომარეობას, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, გარკვეული საკითხები გაუმჯობესებულია, გარკვეული კი პრობლემად რჩება. „ბადრაგი აღარ ესწრება მის გასინჯვებს, სამედიცინო შემოწმებას, რაც გამოსწორებულია.…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილს შეუძლია გადაადგილებაც და მეტყველებაც“ – კონსილიუმის წევრი

„ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არ არის. ძირითადად გამოხატულია სისუსტე. თვალის მამოძრავებელი პრობლემებიც არსებობს. შესაძლებელია, რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას. სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტადაა“ – აცხადებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის,  ნევროლოგ თენგიზ წულაძე. ექიმმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მოინახულა.  მედიასთან განცხადება მან ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. „მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ვეთანხმებით ჩვენი კოლეგები რასაც აკეთებენ. ყველა პარამეტრი ჯერ ნორმალიზებული არ არის, მაგრამ გაუმჯობესების პროცესშია. მთლად ყველაფერი მწყობრში რომ არ არის, იმიტომაც არის ახლა ამ კლინიკაში. მას სიარულიც…

მეტი...

„ქვეყანაში სამუშაო ადგილები არსებობს, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია“ – ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც პრემიერ მინისტრის ინციატივაზე, სოციალური პოლიტიკის შეცვლის საჭიროებაზე ისაუბრა. როგორც მელაძემ აღნიშნა, რეალურად, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არსებობს თუმცა, მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია. „ის, რაც პრემიერმა განაცხადა, შეგვიძლია რამდენიმე კონტექსტში განვიხილოთ. პირველია  დროებითი საზოგადოებრივი სამუშაო. ის გამოიყენება სპეციფიკური, მათ შორის, სახელმწიფოს პროგრამების განხორციელების დროს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვითა და მათი ჩართულობით. მეორე საკითხია, გვაქვს თუ არა სამუშაო. რეალურად, დღეს ქვეყანაში გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს მექანიზმები, რომელიც გულისხმობს შრომის ბაზრის რეგულირებას, სამუშაო ძალის მომზადებისა და მიწოდების მთელ სისტემას. ეს მექანიზმი ძალიან დასახვეწი…

მეტი...

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღება სცადეს

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღება სცადეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

მეტი...

“ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მისცემს შესაძლებლობას, სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს” – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განაცხადებით, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მისცემს შესაძლებლობას, ის სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს, თუნდაც დისტანციურად. მისივე თქმით, სასამართლოს სხდომაზე სააკაშვილის პირადი ან დისტანციური დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია. „დღეს გაეცნობიან ჩემი ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ალბათ, ზოგად შეფასებებსაც გააკეთებენ მკურნალობის მიმდინარეობის თაობაზე.  შესაძლებელი თუ იქნება და ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაესწროს თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად, რადგან ჩვენ უკვე შევაფასეთ პირველი სამი პროცესი, სადაც მას არ მიეცა არც ერთი ფორმით დასწრების შესაძლებლობა. გარემოებები, რაც წარმოადგინა იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა, არ იყო იმის…

მეტი...

“კოვიდ 19 ვაქცინირებულების დაავადება აღარაა” – ოქსფორდის მეცნიერი

კოვიდ-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება, – Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოქსფორდის აცრის პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა განაცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოში მყოფი პაციენტები, რომლებსაც სუნთქვა უჭირთ, ძირითადად არავაქცინირებული პირები არიან. მეცნიერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტი ათასობით ადამიანის დაინფიცირებას განაგრძობს, სრულად ვაქცინირებული ადამიანების უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. “ფართო საზოგადოებაში პანდემია კვლავ განიხილება, როგორც ჩუმი ეპიდემია, რომელიც ხილვადი ხდება სუნთქვისთვის მებრძოლი პაციენტების სურათებში. ეს მუდმივი საშინელება რეანიმაციულ განყოფილებებში ამჟამად, ძირითადად, არავაქცინირებული ადამიანებით შემოიფარგლება. ზოგადად, კოვიდ-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება. ვაქცინები ზღუდავენ მის სულის შემხუთველ ზიანს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა”,…

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლოდან წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა” – ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ბექა ძამაშვილის განცხადებით, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის “დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა”, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება. “სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა სასამართლომ,…

მეტი...

“ცვლილებების ლიდერი მიხეილ სააკაშვილო დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება” – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით წერს, რომ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია და ეს ფაქტი ასე დიდ ხანს არ დარჩება.  “2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალიქვეყანა დაადგა განვითარების გზას!შესაძლებელი გახდა:საქართველო კორუფციის გარეშე;უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე;განათებული ქვეყანა vs გრაფიკი;გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად;პატრული გაის ნაცვლად;დასავლეთი რუსეთის ნაცვლად;გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად;წესრიგი კრიმინალის ნაცვლად;რეფორმები უძრაობის ნაცვლად;აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად;პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!კიდევ ბევრი რამ!ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილო დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება! საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და…

მეტი...

“ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება, უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას, მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები?” – პატრიარქის ქადაგება

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ღვთისმსახურება  სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. წირვის შემდეგ ილია მეორემ იქადაგა და მრევლს გიორგობა მიულოცა. როგორც ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, დღეს რთული პერიოდია, თუმცა განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს. “გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსი. ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ. თქვენ გახსოვთ სიტყვები ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? წმინდა გიორგი იყო განსაცდელში. წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და უსაყვარლესი ადამიანი იმპერატორის. იმპერატორი დიოკლეტიანე პატივისცემით ეპყრობოდა მას,…

მეტი...

18 წელი ვარდების რევოლუციიდან და მადლობა მიხეილ სააკაშვილს – აქცია-პერფორმანსი გორში

ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა გორში აქცია-პერფორმანსი გამართეს და სააკაშვილს ყველა მიღწევისთვის მადლობა გადაუხადეს. აქცია წერეთლის ქუჩაზე გაიმართა და არა იმ ტერიტორიაზე, სადაც გორის სამხედრო ჰოსპიტალია: “ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი. 23 ნოემბრის მნიშვნელობაზე, რომ ვსაუბრობთ, ცვლილებების მთავარი მომტანი ახლა გისოსებს მიღმა ზის. არსებობს ესეთი ქუჩა, რომელიც მიშამ გააკეთა, მოვედი მის გაკეთბეულ ქუჩაზე. მე ვეტყვი მადლობას იმისთვის რაც გვქონდა და აღარ გვაქვს”, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანიმა.   

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდნენ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრები თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. სახელმწიფო კონსილიუმის წევრის ექიმ ელენე გიორგაძის ინფორმაციით, დღეიდან სააკაშვილის რეაბილიტაცია ახალ ეტაპზე გადადის და ეს არის დაკვირვების ეტაპი. კონსილიუმის წევრები დღეს მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, განახორციელებენ ჩატარებული კვლევების მონიტორინგს და რეაბილიტაციის შემდგომ გეგმაზე მიიღებენ დამატებით გადაწყვეტილებას.

მეტი...

გერმანიის ელჩი Bild-ის მიერ მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტმა ქნირშმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა Bild-ის სტატიას სათაურით: „ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ. როგორც ელჩმა აღნიშნა, გააგრძელებს მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის. ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე, იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან…

მეტი...

“ბიძინა, წადი” – წარწერები ივანიშვილის მშობლიურ სოფელში

ივანიშვილის მშობლიურ სოფელში სამოქალაქო აქტივისტებმა სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს, რომლებსაც დასუფთავების სამსახური მთელი ღამის განმავლობაში შლიდა. “ბიძინა, წადი, თავისუფლება მიშას” – ეს წარწერები ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთდა და ასევე იმ პოლიტიკური ვითარების მიმართ პროტესტს მოიცავს, რომელიც ქვეყანაშია.

მეტი...

“მოგვწონს თუ არა, „ვარდების რევოლუცია“ არის საქართველოს უახლოესი ისტორია და სამწუხაროა, რომ ამ გუნდმა ხალხს იმედები არ გაუმართლა” – გურამ მაჭარაშვილი

თავის დროზე „ვარდების რევოლუცია“ იმის დასაბამი უნდა ყოფილიყო, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტივი შემოსულიყო, თუმცა სამწუხაროდ, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედებმა მალე ისეთი პროცესები დაიწყეს, რითაც ძალადობრივი რეჟიმის დამფუძნებლები გახდნენ, რამაც საქართველოს მოუტანა ადამიანების ღირსების, სიცოცხლისა უგულვებელყოფა და ტერიტორიების დაკარგვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მეთოდებს ისევ მიმართავს, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა. „პატიმარმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა წლის თავზე, საკუთარი მომხრეები მოწინააღმდეგებად გაიხადა. მან გარშემო ისეთი ხალხი შეკრიბა, ვინც საზოგადოებაში ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ და ძალადობის შემოქმედები იყვნენ, რამაც 2012 წელს მათი ოპოზიციაში გადასვლა განაპირობა. 2003…

მეტი...

“ივანიშვილის რეჟიმის ხელში „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი საფრთხეშია” – გიგა ბოკერია

ივანიშვილის რეჟიმის ხელში „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი საფრთხეშია, ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ იდეის ერთგულები, რათა საბოლოოდ მოვიპოვოთ საკუთარი ადგილი თავისუფალ სამყაროში“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ბოკერია განმარტავს, არ უნდა გადავუხვიოთ იმ იდეალებს, რის გამოც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა. „ვარდების რევოლუცია“ დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის, ამ უბედნიერესი დღის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვლენა, რა დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან თავისუფლებისკენ, საკუთარი ბუნებრივი ადგილისკენ თავისუფალ სამყაროში, ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ, მაგრამ რომელმაც ბოლომდე ვერ გაგვიყვანა თავისუფლების სამშვიდობოს. ამ ყველა მონაპოვარს დღეს…

მეტი...

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი საზეიმო წირვას აღავლენს

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დილიდან სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას პატრიარქი აღავლენს.  სადღესასწაულო რიტუალი საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღევლინება. 

მეტი...

მიხეილ სააკაშვილთან დღეს ნინო ლომჯარია, კონსილიუმის წევრები და მისი პირადი ექიმი ჩავა

რეაბილიტაციას მე-4 დღე – მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღეს ექიმთა კონსილიუმი კიდევ ერთხელ შეისწავლის. პატიმრის ინტერესების დამცველები ისევ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის სანახავად, მთავრობის მიერ დაკომპლექტებული კონსილიუმის წევრები, მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს. ის ადგილზე გაეცნობა იმ სამედიცინო მომსახურეობას, რომელიც ექსპრეზიდენტს უტარდება.  რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობდა დასტაბილურდა. 

მეტი...

„მოდიან ადამიანები უმაღლესი განათლებით, მაგრამ კიბეს ვერ გადადგამენ მარჯვნივ“ – კობა ქათამაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მივესალმები პრემიერის ინიციატივას, მე მაქვს ბევრ სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობა, რომლებიც კადრების დეფიციტს ასახელებენ“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „პროექტების განვითარების მართვის ცენტრის“ დამფუძნებელმა, კობა ქათამაძემ განაცხადა. კობა ქათამაძე ამბობს, რომ სამუშაო ადგილების პრობლემა არ დგას, თუმცა, როგორც ის განმარტავს, სამშენებლო სექტორში პრობლემა კვალიფიციური კადრია. მისივე მოსაზრებით კადრების გადამზადებას 5 – 6 წელი დასჭირდება. „სამშენებლო სექტორში არსებობს პროფესიული კადრების პრობლემა. მოდის პიროვნება, რომელსაც აქვს ძალა, მაგრამ არ შეუძლია კიბე გადადგას მარჯვნივ. ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანებთან გასაუბრება, მათი უნარების შესწავლა და დარგთა შორის გადანაწილება. შემიძლია ავიყვანო ადამიანები, გადავამზადო და გავუგზავნო ბაზარს…

მეტი...

გრიპის საწინააღმდეგო აცრა პირველ დეკემბრამდე 6 თვის ასაკიდან ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება – NCDC

6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 1 დეკემბრამდე უფასოდ შეეძლება – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. NCDC-ის ინფორმაციით, ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ადგილობრივ პოლიკლინიკებს მიმართონ. “აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა,” – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში. არსებული ინფორმაციით, 1 დეკემბრიდან გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება ისევ მხოლოდ რისკჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი დოზა ვაქცინა შემოიტანა. ვაქცინები ასევე კერძო სექტორმა შეისყიდა.

მეტი...

საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 9 344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 1 878 ტონით (25%), ხოლო ღირებულება – 686 ათასი აშშ დოლარით (17%) გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (3,566 ტონა), რუსეთში (3,358 ტონა), უკრაინაში (2,202 ტონა), თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა).

მეტი...

„ადამიანი არ უნდა იჯდეს სახლში დახმარების იმედზე“ – „დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი“ „მედიაცენტრ მთავარში“

„პანდემიის პირობებში ძალიან ძნელია საქმიანობა ბიზნესისთვის, თუმცა ამას ბიზნესი უმკლავდება. ჩვენ ხშირად ვისმენთ, რომ ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანები არ არიან დასაქმებულები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ განაცხადა. მელაძემ პრემიერის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები არსებობს: „ ის რაც პრემიერმა განაცხადა შეგვიძლია განვიხილოთ რამოდენიმე კონტექსტში. არის დროებითი სამუშაოები, რომელიც გამოიყენება ლოკალური პროგრამების განხორციელების დროს. არის საკითხი კიდევ, გვაქვს თუ არა სამუშაო ადგილები. რასაკვირველია დღეს ქვეყანაში არსებობს სამუშაო ადგილები, საგულისხმოა სოფლის მეურნეობა. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს შრომის ბაზრის რეგულირების მექანიზმები, რომელიც არის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 62 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 62 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 085 პირს დაუდასტურდა, 4 428 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 22 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 851 შემთხვევა გამოვლინდა, 5 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 55 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 428 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 428 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 62 პაციენტი. ამასთან, 22 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 530 პაციენტი, გარდაიცვალა 55.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.

მეტი...

ქუთაისში “გოლიათი” ბავშვი დაიბადა

ქუთაისში “ბომონდში” გოლიათი დაიბადა – ინფორმაციას კლინიკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.  პატარა მოსე 5 კილოგრამსა და 100 გრამს იწონის – ის დედის ორსულობის 36 კვირის ვადაზე დაიბადა. კლინიკის ცნობით, დედაც და ჩვილიც თავს კარგად გრძნობენ. 

მეტი...

“ხელახლა ვდებ ამ ფიცს!” – მიხეილ სააკაშილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მე-3პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვაში ფიცს დებს და ამბობს, რომ საქართველო დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას. ვარდების რევოლუცია თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა “ერი სხვა ერთა შორის”, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა “მსოფლიო დემოკრატიის შუქურა”. მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა. ქართველები ვართ განსაკუთრებული ერი! არ ვიმსახურებთ არც სიღატაკეს და არც…

მეტი...