„ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს, ადამიანი 50 დღე რომ შიმშილობს, ფეხბურთს ვერ ითამაშებს“ – ექიმი ელენე გიორგაძე  

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს უკეთესად გრძნობს, თუმცა, სისუსტე რჩება. „დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. ექიმები და თავად პაციენტიც, ვართ კმაყოფილები. „ჩეპეს“ გარეშე გავიარეთ სამივე დღე. ოდნავ, კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად.  სტაბილურია მისი მდგომარეობა. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე.  როგორც იქნა, ცილამაც უკვე დაიწყო მოწესრიგება. ადრე 28 გვქონდა ნუტრიენტები, დღეს გაგვიხარდა და იყო ნორმის ქვედა ზღვარი 34.  ხვალიდან გადავდივართ დაკვირვების სტადიაში. ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს. შევიყვანთ სხვადასხა პროდუქტს. ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე. შემდეგ დაინიშნება სხვა კვება. თავს…

მეტი...

„პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“ – ეკა ხერხეულიძე  

პარლამენტის წევრის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს კვალიფიციური და ფუნდამენტური კვლევა სჭირდება. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება მისი გათავისუფლების საკითხი. „მიხეილ სააკაშვილი გადის ახლა მკურნალობას, კვლევებს, თავისთავად იმ სერვისის ხარჯზე, რაც აქ არის. ეს არ არის სრულყოფილი მკურნალობა. ის საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას. ამის შესაძლებლობა აქაც არ არის, მაგრამ ის, რომ ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, თავისთავად მნიშვნელოვანია. მისი  საავადმყოფოში გადმოყვანა არ არის ის გზა, რისთვისაც ქვეყანაში შემოსვლისას მისი მცდელობა იყო გაცხადებული. მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, სასამართლოებით მიმართოს ხალხს. არ…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა თავისუფლებაზე უნდა მოხდეს“ – ლიზა იასკო

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სუსტადაა, მისი ჯანმრთელობა განადგურებულია და მკურნალობა თავისუფლად უნდა გააგრძელოს. როგორც ჰოსპიტალიდან გამოსულმა რადას დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა,  ჰოსპიტალი იგივე საპატიმროა, სადაც ფანჯარაც კი არ იხსნება. „სუსტადაა. მე ის რამდენიმე დღის წინ ვნახე და ვფიქრობ, რომ მაშინ უკეთ გამოიყურებოდა. მისი ჯანმრთელობა განადგურებულია. ძალადობა, წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც მან განიცადა გლდანში, მასზე აისახა.  ექიმი არ ვარ, ჩემთვის რთული სათქმელია როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ვხედავ, რომ ის სუსტადაა და  იტანჯება. დიდი დრო დასჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის აღსადგენად. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტის გზების მოძებნა მისი…

მეტი...

„საახალწლო ნობათების შესყიდვაზე ტენდერს ყველა გამგეობა საერთო სტანდარტით გამოაცხადებს“ – კახა კალაძე

საახალწლო ნობათების შესყიდვასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ყველა რაიონის გამგეობა ერთი და იმავე წესით იხელმძღვანელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამგეობების ნაწილს შესყიდვა პროდუქტების ძველი ჩამონათვალით ჰქონდა გამოცხადებული, რაც არასწორია. „ტენდერი არ გაუქმებულა, აწი გამოცხადდება. რამდენიმე გამგეობას ჰქონდა გამოცხადებული, თუ არ ვცდები, რაც არასწორი იყო, რადგან ძველი მენიუთი, ძველი შემადგენლობით იყო გაკეთებული. ის ახალი მიდგომები, რაც არის ჩვენი მხრიდან, ყველა გამგეობაზე ერთნაირად გავრცელდება. შესაბამისად, იმ კონკრეტულ გამგეობებს, რომელთაც ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, მოუწევთ, თავიდან ჩაატარონ“, – განაცხადა თბილისის მერმა. კითხვაზე – არის თუ არა…

მეტი...

„ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებს მიღმა რომ წევს, ამით კმაყოფილი ვერ ვიქნები” – გიული ალასანია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც ჰოსპიტალიდან გამოსულმა ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვერ იქნება კმაყოფილი, როცა მისი შვილი, „ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებში იმყოფება.   „მდგომარეობა ბევრად უკეთესია წინა დღეებთან შედარებით. ზოგადად არის სუსტად.  უჭირს სიარული. ეტყობა, კუნთების პრობლემა აქვს. რეაბილიტაციას რაღაც დრო დასჭირდება. მედპერსონალი, ვინც ვნახე, ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ. გაიხსენეთ, რა დღე არის ხვალ. როცა „ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებს მიღმა წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი. სტაციონალურ განყოფილებაში წევს, ოთახი პატარაა, მაგრამ მეტი შესაძლებლობა ამ კლინიკაში ალბათ, არაა. სარკმლის გაღების შესაძლებლობა მისცეს.…

მეტი...

საფრანგეთში, ლევილის მამულში მეგრულ ოდას ჩადგამენ

ერთ-ერთი პირობა, რა პირობითაც საფრანგეთმა საქართველოს ლევილის მამული გადასცა, იქ ქართული სახლის ჩადგმაა. როგორ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ლევილში მეგრული ოდა ჩაიდგმება. „ერთ-ერთ პირობაა ჩაიდგას ქართული ოდა სახლი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება მეგრული ოდა. შერჩევის პროცესი უკვე დავიწყეთ. სამინისტროს თანამშრომლები მიემგზავრებიან სამეგრელოში ოდა სახლის შესარჩევად. ეს უნდა იყოს წაღებული, ისტორიის მქონე მეგრული ოდა, რომელშიც ოჯახები ცხოვრობენ, რომელიც დაშლას ექვემდებარება, დაიშლება და თავიდან აეწყობა.  თუ ცოტას შევისყიდით და ცოტას გვაჩუქებენ,  მისი ოჯახის გვარი ლევილის მამულში სამუდამოდ იქნება შემორჩენილი“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.   

მეტი...

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გულისხმობს შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას“ – ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ახალ სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით გულისხმობს სოციალური საკითხის გაუმჯობესებასა და დასაქმების ხელშეწყობას. მისივე თქმით, ამ საკითხზე იმუშავებს რამდენიმე სამინისტრო, მთავრობის ეკონომიკური გუნდი სპეციალისტებთან ერთად. „ჩვენ ვამბობთ, რომ ის ადამიანები რა შემოსავალსაც იღებენ ამ სტატუსით, მათ შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს. უნდა მოხდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება, გააქტიურება შრომისუნარიანი ადამიანების. ასეთი ჩვენ 240-250 ათასი ადამიანი გვყავს. ამაზე არსებობს დეტალური ინფორმაცია იმის მიხედვით, თუ როგორია სტრუქტურა სოციალური დახმარების მიმღები შრომისუნარიანი მოსახლეობის, რომლებიც არიან წარმოდგენილები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ერთობლივი ძალებით ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ამას სჭირდება…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე კომენტარს დავით სერგეენკოც აკეთებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, დაავადების გამო სასჯელის გადავადებას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს თუმცა, კანონში ასევე გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები. „მისმა მკურნალმა ექიმმა თქვა, რომ სასურველი იქნებოდა სასჯელის გადავადების შესაძლებლობის განხილვა. მეორე დღეს თქვა, რომ ახლა მთავარია რეფიდინგის პროცესი მიხედილი იყოს, რომელიც ნორმალურად მიმდინარეობს და ეს უკვე შემდეგი ეტაპის მსჯელობაა, რაშიც ვეთანხმები. ნაწილობრივ პირველშიც, რადგან ჩემთვის პაციენტის ინტერესები ყველაზე მაღალია. დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები და იმედი მაქვს, სამკურნალო პროცესი წარმატებით წავა და საჭირო არ გახდება კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება“ – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

იურისტების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჯაროებაზე უარი სასამართლოში გაასაჩივრა

2021 წლის 15 ოქტომბერს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადმოცემა, რომლის მოწოდებაზეც პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით გვეთქვა უარი.  დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უარი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.  შესაბამისად, დღეისათვის…

მეტი...

„2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვლის განცხადებით, 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი  65 მილიარდი ლარი  იქნება.   როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცენდენტო ზრდაა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით. „ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.  2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება 5500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცენდენტო ზრდაა მთელი რეგიონის და…

მეტი...

“სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი“ აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები. „არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები ზოგადად არის შემაშფოთებელი. პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ რეალურად არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი,…

მეტი...

“უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და აღნიშნულ საკითხს ის პირადად გააკონტროლებს. „ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვენება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და აღნიშნულ საკითხს ის პირადად გააკონტროლებს. „ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვენება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

„კაზინოში აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი“, – ამის შესახებ საქართველოს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ონლაინ-კაზინოების მეშვეობით ,5 მილიარდი ლარი გაედინება ქვეყნიდან. „სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს ძალიან აწუხებს. 1,5 მილიარდი ლარი ონლაინ-კაზინოების მეშვეობით გაედინება ქვეყნიდან. ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ-კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. მე ამაზე საუბარი მქონდა ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან. ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა. ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს…

მეტი...

შომისუნარიანი ადამიანები სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებენ – სოციალური პოლიტიკა იცვლება

„უნდა შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა, მოქალაქეები შევაჩვიეთ სიღარიბეს, დაუსაქმებლობას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე და იანვრიდან ახალი სოციალური პროგრამა დააანონსა. „არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ ტენდენციები შემაშფოთებელია. ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას და უმოქმედობას. იმის შიშით რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სახელმწიფო დახმარება, არ არის მოტივირებული რომ დასაქმდეს. უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები. 600 000 სოციალური დაუცველიდან  200 000 შრომისუნარია, რომლებიც არ არის მოტივირებული სამუშაოს დასაწყებად, რომ მიიღონ სოციალურ დახმარება. არ არის მოტივირებული დასაქმდნენ, რაც კატასტროფაა. ამიტომ, უნდა შევქმნათ მოქნილი სისტემა, რომ ის დახმარება, რაც დღეს ეძლევათ ხელფასის სახით…

მეტი...

ვირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 553 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 350, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 104, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი -115, კახეთი – 92, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -16.

მეტი...

ვირუსით 1 851 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 012 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.41%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  814 097-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის8.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.25% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.97%.

მეტი...

PSP-ემ „მადლიერების კვირეულის“ აღნიშვნა 50%-იანი ფასდაკლებით კოსმეტიკურ პროდუქციაზე 19 ნოემბრიდან დაიწყო

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების კვირეულს“ 19-26 ნოემბერს კოსმეტიკური ბრენდების, პირის ღრუს მოვლის საშუალებებსა და ბავშვთა მოვლის პროდუქტებზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს. PSP არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც პირველად 2019 წელს დაარსა „მომხმარებლისადმი მადლიერების დღე“ და რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. 2020 წელს კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, აფთიაქში მომხმარებელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თავშეყრის თავიდან ასარიდებლად PSP-მ მომხმარებლებისადმი მადლიერების კვირეული გამოაცხადა, რომელიც წელს ტრადიციად აქცია. მომხმარებლები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან კვირეულის დაწყებას, რადგან PSP-ში 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ესვიარი, მარტიდერმი, ბიოდერმა, ნუქსი, ლიერაკი, ავენე, ტოპიკრემი, ალგოლოჟი, ნოვექსპერტი,…

მეტი...

სააკაშვილის ექიმი მკურნალობაში ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებას ხედავს

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი გვიან დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ჩართვა გახდეს საჭირო. ამ კუთხით, ნიკოლოზ ყიფშიძე კონსულტაციებს „ემპათიასთან“ გეგმავს. „მთხოვა ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს დავუკავშირდე, ეს არის ალტერნატიული კომისია. პრეზიდენტი მას სთხოვს, რომ მოვიდეს ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. მგონია, რომ საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რომ მისი მკურნალობა გავაგრძელოთ. მადლობას უხდის ჰოსპიტლის თანამშრომლებს, მთავარ ექიმს, მკურნალ, ექიმს. დიდი განსხვავებაა ამასა და გლდანს შორს, მაგრამ საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა“, – განაცხადა ჰოსპიტალიდან გამოსულმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან. როგორც ექიმი ამბობს,…

მეტი...