ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 118-ე საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 118-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები). სახელმწიფო სმსახურის ინფორმაციით,  უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 80 ბენეფიციარს. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო…

მეტი...

ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს

სამედიცინო კონსილიუმის წევრები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს.  როგორც ერთ-ერთმა ექიმმა, ნინო შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.     „მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია.  უტარდება  ადეკვატური თერაპია, ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის მიერ. ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდგომი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები. ამ პროცესში ჩართული იყო არამხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი. პარალელურად რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც იყო ექიმი, ნუტრიციოლოგი, გასტროენტეროლოგი ინგა გვარმიანი“ – განაცხადა კონსილიუმის წევრმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აწუხებს გარკვეული ჩივილი,…

მეტი...

„იმედი მაქვს, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის“ – კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოსი კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ელჩი წერს, მისასალმებელია მიღებული ზომები, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უკავშირდება. „მივესალმები  მიღებულ ზომებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა.  ასევე, ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილეების შიმშილობის შეწყვეტას უკავშირდება. იმედი მაქვს,  ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო რჩევა და სათანადო სამართლებრივი პროცესი კვლავ საკვანძო საკითხად რჩება,“- წერს  კარლ ჰარცელმა.

მეტი...

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, მეგის ქარდავამ პატიმრების წამების საქმეზე საგამოძიებო უწყების კითხვებს არ უპასუხა

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ პატიმრების წამების საქმეზე საგამოძიებო უწყების კითხვებს არ უპასუხა. როგორც პროკურორმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მეგის ქარდავას საერთოდ არ სურს საუბარი და პოზიციის დაფიქსირება. „არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა, საგამოძიებო ოთახი დატოვა და მისი პოზიცია ადვოკატმა გადმოგვცა. როგორც ჩანს, ამ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მას საერთოდ არ სურს საუბარი და პოზიციის დაფიქსირება. რამე საკითხთან დაკავშირებით თუ მას პრეტენზია აქვს, შეუძლია, გამოხატოს მისი პოზიცია, თუ შინაარსთან დაკავშირებით რამე პოზიცია ჰქონდა, ბუნებრივია, უნდა ეთქვა. ვიდეომასალები, ქართული მხარის მიერ მოპოვებული მასალები არ არის, უკრაინული მხარის მიერაა გადმოგზავნილი. ადვოკატი…

მეტი...

სოფელ ზეღდულეთში დაპირისპირება მოხდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი წლების წინ გასხვისებული საძოვარი ფართობების დამუშავების უფლებას მის ამჟამინდელ მფლობელს დილიდან არ აძლევს, დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობამ იმ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეჩერება სცადა, რომლითაც მიწის მოხვნა მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მოსახლეობა შეაჩერეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია, მიღებული გადაწყვეტილებით, სადაო მიწის ფართობებზე ხვნის პროცესი 5 დღის განმავლობაში შეჩერდება. ამ პერიოდში სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას დავის სამართლებრივ ფორმატში დაწყებასთან დაკავშირებით.

მეტი...

ამირან გამყრელიძე – დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ბუსტერდოზით რვა ათასამდე ადამიანი აიცრა

კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის მესამე დოზა 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს და იცავს ადამიანს ვირუსისგან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას ორჯერადი ვაქცინაციიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ მესამე, ბუსტერდოზით აცრისკენ მოუწოდა. „დღევანდელი მონაცემებით, რვა ათასამდე ბუსტერია ქვეყანაში გაკეთებული. ესენი კეთდება მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა „სინოფარმზე“ იყავი აცრილი, „სინოვაკზე“ თუ „ფაიზერზე“, სასურველია, რომ აიცრან ექვსი თვის შემდეგ. მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ. როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით, ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის…

მეტი...

სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, წელს სახელმწიფომ 200 ათასი დოზა ფრანგული, გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. „პირველ რიგში ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე, ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები, დიალეზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა. შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება ბრძანება, რომ ყველას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფებს, არამედ ყველას შეეძლოს, ჩაიტაროს აცრა. სასურველია, დეკემბრის თხუთმეტამდე ყველა ავიცრათ. ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში. იცით, რომ…

მეტი...

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც დაწესებულებაში შესვლამდე საქმის პროკურომა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ კადრებს შეეხება, რომელშიც ქარდავასთან ერთად მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ფიგურირებს. კადრები ერთ-ერთი პატიმრის, რომელიც საქმეში უკვე დაზარალებულია, წამებას შეეხება.

მეტი...

“ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მოსკოვშია” – ზურა მახარზე

ახალი პარტიის “კონსერვატიული საქართველოს” პირველ ყრილობაზე ლიდერებმა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიაობაზე ისაუბრეს. ზურა მახარაძე აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიაობის გასაღები მოსკოვშია და ამბობს, რომ პირდაპირ საუაბარს დაიწყებენ ოკუპანატებთან და არ სჭირდებათ ხალხი, ვინც ამას აუკრძალავთ. ზურა მახარაზე აცხადებს რომ მიზანშეწონილია გონიოშიც იყოს რუსული ბაზა, რათა არ მოხდეს თურქული ექსპანსია.

მეტი...

“გვაქვს ამბიცია შევცვალოთ პოლიტიკური დღის წესრიგი” – კოკა მორგოშია

“ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა ამ მოძრაობით შეიცვლება. არ შეიძლება ტრენდად იქცეს, რომ გინდ ჟურნალისტებმა და გინდ პოლიტიკოსებმა გაბედონ ეკლესიაზე თავდასხმა. გვაქვს ამბიცია, შევცავლოთ პოლიტიკური დღის წესრიგი. ეს არის პარტია, რომელიც ყრილობებს ჩაატარებს სოხუმში და ცხივალში. პირდაპირ საუაბარს დავიწყებთ ოკუპანატებთან და არ გვჭირდება ხალხი, ვინც ამას აგვიკრძალავს. ყრილობას ეწრებიან სომეხი, აზერბაიჯანელი და ბერძენი ძმები. საქართველოში ლიბერალური დიქტატურა უნდა დასრულდეს,”- განაცხადა პარტიის თავჯდომარე ზურაბ მახარაძემ. “ალტ-ინფოს” პოლიტიკურმა გუნდმა პარტიის თავჯდომარე აირჩია. ამ წუთებში, “ალს-ინფორს” გუნდის პარტიის ყრილობა დიდიუბის საგამოგენო ცენტრში მიმდინარობს. როგორც პარტიის დამფუძნებელმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა მათი პარტიის ყრილობა მომავალშო სოხუმსა და…

მეტი...

თაკო ჩარკვიანი – განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად, ბატონებო, „რეინკარნირებას“ აპირებს

განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად, ბატონებო, „რეინკარნირებას“ აპირებს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, გიგა ბოკერია ყველაფერზე მიდის. „მე ხომ თავი ყულფში უნდა გავყო ხოლმე ჰოდა „სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო“ (ისე, გაქცევა სიმართლისგან არასოდეს მიცდია და არც ახლა ვაპირებ) მოკლედ ასეა: აი ახლა მართებს ხალხს დიდი გამჭრიახობა, ისე, როგორც არასდროს. განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად ბატონებო! „რეინკარნირებას“ აპირებს – სურვილი აქვს ზუსტად ზუსტად ვიცი, ყველაფერზე მიდის (სასაცილო და „ძველი“ ილეთებია) დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

მეტი...

“ალტ-ინფოის” გუნდი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

“ალტ-ინფოის” გუნდი პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამ წუთებში დიდუბის საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში “ალტ-ინფოს” გუნდის ყრილობისთვის ემზადებიან. დელეგატებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს. მომავალი პარტიის სახელწოდება “კონსერვატიული მოძრაობა” იქნება. ყრილობა რამდენიმე წუთში დაიწყება. ღონისძიებაზე ჩატარდება პოლიტიკური ძალის სადამფუძნებლო ყრილობა, დელეგატები აირჩევენ პარტიის ხელმძღვანელსა და მმართველობით ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება პარტიის პოლიტიკური ხედვების, საპროგრამო ამოცანების და სტრატეგიის პრეზენტაცია.

მეტი...

ნათია თურნავა – ნატახტარში, 11 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილ ახალ საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სოფელ ნატახტარში მდებარე კომპანია „ფუდ ალიანსის“ საწარმო პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს აწარმოებს და სრულადაა აღჭურვილი ახალი, ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებითა და EBRD-ის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში გაიხსნა. „ძალიან გვიხარია, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს დახმარებით უამრავი ახალი საწარმო იხსნება. ეს საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, ყველა მანქანა-დანადგარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი. ეს არის ქართულ-ფრანგული, 11 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია და რაც მთავარია, ასაქმებს 100-მდე ადგილობრივ მცხოვრებს. ვულოცავ ინვესტორებს, საქართველოს და ჩვენს სამინისტროს ამ წარმატებას“, – აღნიშნა…

მეტი...

სააკაშვილის სამედიცინო გეგმის დეტალები დღეს გახდება ცნობილი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის სამედიცინო გეგმის დეტალები დღეს გახდება ცნობილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დღეს სააკაშვილის საკითხზე სამთავრობო კონსილიუმის წევრები შეიკრიბებიან. სავარაუდოდ, დღესვე მოხდება შეთანხმება მსჯავრდებულ სააკაშვილთან შემსვლელ პირთა წრეზე, რაოდენობასა და რეჟიმზე. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან წუხელ, რეანიმობილით გადაიყვანეს.

მეტი...

ამერიკელი სენატორები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მივესალმები ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის და მის მიერ შიმშილობის შეწყვეტას, – ეს ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაა, რომელიც  „თვითერის“ საშუალებით გაავრცელა. ჯინ შაჰინი ასევე ავრცელებს განცხადების ტექსტს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სენატორები ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი. განცხადების ტექსტში სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევის გათვალისწინებით, გადაუდებლად, ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. “ სენატორები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ: “მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ბატონი სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას უპირატესობა მიანიჭოს და…

მეტი...

ვირუსით 70 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 457 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 743 927. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 422 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 809, ქვემო ქართლი – 279, შიდა ქართლი – 360, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი -295, კახეთი – 303, მცხეთა-მთიანეთი – 113, სამცხე-ჯავახეთი – 184, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55.

მეტი...

ვირუსით 4 318 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 962 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 318  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 457   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.15%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  808 889-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.00%.

მეტი...

სახალხო დამცველი და ადვოკატები მიხეილ სააკაშვილთან შეუზღუდავად შევლენ, დეპუტატების საკითხი კი გასარკვევია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ მიხეილ სააკაშვილთან მის ადვოკატებსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შესვლა სამედიცინო პროცედურების შესაბამისად შეეძლებათ. რაც შეეხებათ დეპუტატებსა და სხვა მნახველებს, ეს საკითხი ამ ეტაპისთვის მოგვარებული არ არის. როგორც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, მნახველებთან დაკავშირებით გარკვეული წარმოადგენა არსებობს.         „ხვალიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით.  მივიღეთ ინფორმაცია, რომ რეფერალურ კლინიკებშიც არ ყოფილა ამგვარი ტიპის ვიზიტები.  ვსაუბრობ, პირველ რიგში, პარლამენტის წევრების ვიზიტებზე. გასაგებია, რომ ადვოკატების ვიზიტები ბუნებრივია, შეუზღუდავია, თუმცა გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება იქიდან გამომდინარე, რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია“ – ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამით გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, მისი მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, 20 ნოემბერს  პირველი კონსილიუმი, სამთავრობო კონსილიუმი შეიკრიბება. სახალხო დამცველთან შექმნილი კონსილიუმის შეხვედრა კი 2 დღეში შედგება. „ტრანსპორტირება ჩატარდა ნორმალურად. მოხერხდა ავადმყოფის ჩამოყვანა გორში, იქვე ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი. მდგომარეობა მძიმეა, რთულია. ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი, ამჟამად იქნება სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, შუადღისას დაახლოებით, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას ადგილობრივ ექიმებთან. საკმაოდ ბევრს მე ვიცნობ, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან კარგი და გამოცდილი ექიმები არიან. ამის გარდა…

მეტი...