აშშ-ის საელჩო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესით იმედგაცრუებულია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს და აცხადებს, რომ   პროცესი მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. „ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია. ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ…

მეტი...

ადვოკატებმა სააკაშვილი დაარწმუნეს, რომ შიმშილობა არ უნდა გააგრძელოს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, მოახერხეს მიხეილ სააკაშვილის გადარწმუნება, რომ მკურნალობაზე უარი არ თქვას.    „ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა. ორშაბათს არის სასამართლო პროცესი, სადაც ჩვენ არ გვინდა, რომ კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი არსებობდეს, რომ ის სასამართლო პროცესს არ დაასწრონ. შესაბამისად, ის მკურნალობას ორშაბათამდე არ შეწყვეტს. მიხეილ სააკაშვილს  სურვილი აქვს, 29-ში სასამართლო პროცესს დაესწროს და მისი ჯანრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი, რომ ის სასამართლო პროცესზე არ მიიყვანონ“ – განაცხადეს ადვოკატებმა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის სანახავად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი დედა – გიული ალასანია…

მეტი...

ისრაელში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილმა კორონავირუსის ახალი ვარიანტმა ისრაელშიც შეაღწია. ახალი შტამით ისრაელის მოქალაქე დაინფიცირდა, რომელიც ქვეყანაში მალავიდან დაბრუნდა. ადგილობრივი  ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, სავარაუდოდ კიდევ ორი პირია ინფიცირებულია, თუმცა, საბოლოო პასუხს ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს.

მეტი...

უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა

რუსთის მონაწილებით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, სახელმწიფო გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის შესაძლო მონაწილეობაც განიხილებოდა. „ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ასევე ხმოვანი ინფორმაცია, სადაც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას, საუბრობენ, რომ მოხდება მილიარდი დოლარის მოზიდვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მათ აქვთ შესაბამისი აუდიოჩანაწერი, რომელშიც სახელმწიფო გადატრიალების საკითხი განიხილება.

მეტი...

ზუგდიდსა და ბათუმში საკრებულოს სხდომების ჩაშლისა და არეულობისთვის პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა

ბათუმსა და ზუგდიდში, საკრებულოს სხდომის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა 6 ადამიანი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარეობს ორგანიზებული საპროტესტო აქციები. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს – შეკრებისა და გამოხატვის დროს…

მეტი...

“რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი” – მურმან დუმბაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მურმან დუმბაძე ბათუმსა და ზუგიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.  როგორც დუმბაძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს “გამოსავალი გამოცდილებაშია და რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი”. “ბათუმი, ზუგდიდი … ამ კაცმა ფული იშოვა აფერისტობით, მაგრამ სახელმწიფო აფერისტობით ვერ იმართა! ესაა რეალობა. გამოსავალი გამოცდილებაშია: რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი!”- წერს მურმან დუმბაძე. 

მეტი...

“სამწუხაროდ 9 და 10 ათასი ვაქცინირებული არ არის ის რიცხვი, რომელიც ქვეყანას სჭირდება” – ივანე ჩხაიძე მძიმე ეპიდვითარებაზე

კორონავირუსიუს გავრცელებისა და ლეტალობის მაჩვენებელი საქართველოში ისევ კრიტიკულად მზარდია. სპეციალისტები მძიმე ეპიდვითარების ფონზე, კვლავ ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დღეში 9 ან 10 ათასი ვაქცინირებული, ქვეყნისთვის საკმარისი არ არის: “გუშინ 9 000-ზე მეტი ადამიანი იყო ვაქცინირებული, რა თქმა უნდა, განსხვავება არის იმ პერიოდთან განსხვავებით, სანამ ეს სისტემები ამოქმედდებოდა, მაგრამ ისმის კითხვა, არის თუ არა, ეს ციფრი საკმარისი იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებით გააკონტროლოს პანდემია. სამწუხაროდ, 9 და 10 ათასი არ არის ის რიცხვი, რომელიც ქვეყანას სჭირდება,”- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.  ბოლო 24 საათში ვირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა,…

მეტი...

“ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – ან შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, ან გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვებს, ვისაც მანდატის მიღება სურთ” – მარინა კალიურანდი

არ ვარ დემონსტრაციების წინააღმდეგი, ეს დემოკრატიის ნაწილია. დემონსტრაციები უნდა გაიმართოს, მაგრამ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – ან უნდა შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, ან უნდა გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვა პოლიტიკოსებს, ვისაც სურთ მანდატის მიღება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა საქმე პარლამენტის შიგნით უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მოსახლეობისგან მანდატი მოიპოვეს. „საქართველო წინ უნდა წავიდეს და უნდა დაიწყოს მუშაობა, როგორც ნორმალურმა დემოკრატიამ, ნორმალურად ფუნქციონირებადი პარლამენტით და ყველა რეფორმით, იქნება ეს საკონსტიტუციო თუ სასამართლო რეფორმა, რასაც უკიდურესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. მაგრამ, რაც…

მეტი...

ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრმა სპეციფიკური სუნის მქონე ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა

დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში გრძელდება – “ნაციონალური მოძრაობის”წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა. ქადამაძის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ. “დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ უნდა ჩატარდეს, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ამიტომ, მე ახლა საჯაროდ, ხელში მიჭირავს შპრიცი, რომელიშიც არის ნივთიერება, სრულიად უწყინარი, უბრალოდ აქვს ისეთი სუნი, აქ ვეღარ გაჩერდებით. მე ვრჩები ბოლომდე აქ, რომ არ იფიქროთ, რომ ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიშია. არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში.  ამ ეტაპისთვის, სხდომა განახლებულია.  შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის…

მეტი...

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კიდევ ორ კანდიდატს – ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრება.  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გამორჩეულია თავისი ღიაობით. „რაც შეეხება მიმდინარე პროცესის გამჭირვალობას, იმას, რომ საზოგადოება  კარგად ხედავდეს რა კრიტერიუმებით, რა პრინციპებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ვინ იმსახურებს და ვინ  არ იმსახურებს  განწესებას უზენაეს სასამართლოში, ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ არამც თუ უნაკლო პროცესია, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ამით გამორჩეულია საქართველოს სისტემა,…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 811, იმერეთში – 829, შიდა ქართლში – 370

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა, აჭარა – 176, იმერეთი – 829, ქვემო ქართლი – 265, შიდა ქართლი – 370, გურია – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 356, კახეთი – 267, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 111 საიდანაც: 6 574 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 595, აჭარაში – 530, იმერეთში – 1 407. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 810-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 534 პირს დაუდასტურდა, 3 742 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 331 შემთხვევა გამოვლინდა, 4 804 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 57კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 742 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 742 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 831 248 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 772 301 გამოჯანმრთელდა, 11 810 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 133 935 აცრა, დღიურად აცრილია 10 194. ამასთან, 25 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 804 პაციენტი, გარდაიცვალა 57.

მეტი...

“მთავარი არხი” კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

“მთავარი არხი” კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს – ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ კომისიამ “მთავარ არხს” უპრეცენდენტო ოდენობის ჯარიმა დააკისრა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა უწოდა. “მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცენდენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს – ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრესს შეზღუდვას. არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ სასამართლო გაუძლებს თუ არა ამ სრული უკანონობის შესახებ ტესტს,” – განაცხადა ნიკა…

მეტი...

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალქალაქი-კარწახის გზაზე შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები (ინტენსიური თოვა, ლიპყინული, ცუდი ხილვადობა) გახდა. ამასთან, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

ყალბი სახელფასო ცნობები კრედიტის მისაღებად – დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ყალბი სახელფასო ცნობები კრედიტის მისაღებად, დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული 6 პირი, მათგან დაკავებულია სამი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, რომელთა გამოყენებითაც, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან 58 მოქალაქის მიერ მიღებულ იქნა კრედიტი, ჯამში მილიონ ნახევარ ლარზე მეტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:21 საათზე, დმანისთან, სოფელ მამიშლართან 3.4  მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მეტი...

მმართველი გუნდი მოუწოდებს სამართალდამცველებს ბათუმის საკრებულო მაქსიმალურად დაიცვან დღეს პროვოკაციებისგან

ბათუმის საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მმართველი გუნდი გამოეხმაურა – “ქართული ოცნების” აჭარის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტს წინა მოწვევის საკრებულო მაინც დაამტკიცებს და ამით კანონი არ დაირღვევა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ტიტე აროშიძის თქმით, საკრებულოს ახალი მოწვევის შეკრებამდე, ლეგიტიმაცია აქვს წინა შემადგენლობას. მმართველი გუნდი მოუწოდებს სამართალდამცველებს მაქსიმალურად დაიცვან დღევანდელი საკრებულოს სხდომათა დარბაზი და მიმდებარე ტერიტორია პროვოკაციებისგან. “მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს და ვთხოვ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ შენობის დაცვა და საკრებულოს სხდომის ნორმალურ პირობებში ჩატარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულო მიიღებს ბიუჯეტს. არ მივცემთ არავის საშუალებას გააჩეროს ქალაქი თუნდაც რამდენიმე…

მეტი...

ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში, სადაც მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.  აღნიშნული გზის მონაკვეთში, უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, პრევენციული სამუშაოები გადაუდებელი წესით დაიწყო. ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა. მისი თქმით, ფერდზე  სპეციალური ბეტონის ბლოკებით დამცავი კედელი სამ რიგად მოეწყობა. „იცით, რომ ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში  რამდენიმე დღის წინ ნაპრალი გაჩნდა. ეს არის 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს წარმოქმნილი პრობლემა. მაშინ დაუყოვნებლივ ჩატარდა დამცავი სამუშაოები. ამჟამად, ნაპრალი საჭიროებს მოწესრიგებას, შესაბამისად, გუშინ სპეციალისტებმა შეისწავლეს ადგილი და დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები“, – აღნიშნა კახა კალაძემ პრევენციული…

მეტი...