„პატიმარს მივეცით ტელევიზორი, მაცივარი“ – მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არარეალურია შეფასებები და განცხადებები, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა წამების ტოლფასია. მისი თქმით, მას ყველანაირი პირობა აქვს ციხეში შექმნილი და 130-მდე მნახველიც კი მიიღო.

„რა არის წამება? ის, რომ პატიმარს შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი? ის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ციხის კვალიფიციური პერსონალი და მისი და სხვა  პატიმრების უსაფრთხოების დასაცავად დღე და ღამე ათენებენ? რა იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში? ის, რომ მას უკვე 130-მდე ვიზიტორი ჰყავდა? ის, რომ მასთან შეუზღუდავად შედიან უფლებადამცველები, დეპუტატები და სხვა სახელმწიფოს – უკრაინის წარმომადგენლები, რომელთა შეშვების ვალდებულება ჩვენ – თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არ გვაქვს? შევეცადეთ, რომ მისი უფლებების სრულად რეალიზება მოხდეს და ეს არის წამება? – აცხადებს მინისტრი და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

მსგავსი თემები