სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხს დევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი პოზიცია მყარი და უცვლელია. „ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაიცას. ამ საკითხს მე არასოდეს დავუბრუნდები. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად. ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომის მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების…

მეტი...

პრეზიდენტი ზომების გამკაცრებას და აცრების სავალდებულოობას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს, და რისკ-ჯგუფებისთვის იძულებით აცრას ითხოვს. “მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული  სავალდებულო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს საკანში ექიმები სტუმრობენ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სანახავად ექიმების შესვლასთან დაკავშირებით განამარტებას აკეთებენ. „რაც შეეხება კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი. ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ. პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მეტი...

„პაციენტის მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ეპიდვითარება ურთულესია“ – პროფესორი დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტლები საჭირო არ არის, მაგრამ ციფრები კიდევ თუ მოიმატებს, ნამდვილად იქნება“ – ეს განცხადება ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. პროფესორის შეფასებით, მედპერსონალის რესურსიც ამოწურვადია, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის. „სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიმძიმდება სიტუაცია. პაციენტების მდგომარეობა სწრაფად მძიმდება. ამიტომ, რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა დგება, რადგან პაციენტები უფრო მეტად მძიმე სტატუსით ხასიათდებიან. ექიმებსაც აქვთ ადამიანური რესურსის გარკვეული ზღვარი, დღეს კიდევ ამ მდგომარეობაში ვართ. ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტლები საჭირო არ არის, მაგრამ ციფრები კიდევ თუ მოიმატებს, ნამდვილად იქნება. ოჯახის ექიმის ინსტიტუტი გაძლიერდა, სასტუმროები გაძლიერდა და რაოდენობა მაქსიმალურად…

მეტი...

„მოემზადეთ, გადადეთ ფული“ – მიხეილ სააკშვილი ემიგრანტებს საქართველოსკენ დაძვრისკენ მოუწოდებს

პარიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან მორიგ გზავნილს ავრცელებს, რომელიც, ამჯერად, ემიგრანტებს ეხება. „დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც მთელ მსოფლიოში აწყობს აქციებს. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, – ასეთი მიხეილ სააკაშვილმის მორიგი გზავნილი.

მეტი...

სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500 ლარიანი ვაუჩერები ამოქმედდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელების მიზნით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კონკრეტული დავალებები მისცა. აღნიშნულ დავალებებს შორის არის დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პროგრამის ბოლომდე მიყვანა, ასევე, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი ვაუჩერების პროექტის იანვრიდან შეუფერხებლად დაწყება. „მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს დაუსრულებელ  შენობა-ნაგებობებზე. ჩვენ მოსახლეობისთვის მიცემული გვაქვს დაპირება, რომ არცერთი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა არ იქნება თბილისში. 10 000-მდე ოჯახს დავეხმარეთ, გავაბედნერეთ და სიხარული დავუბრუნეთ სახეზე. ესენი იყვნენ „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ ადამიანებმა იციან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს და ეს პრობლემა მათთვის მოგვარებული…

მეტი...

„მოსახლეობას კორონა გენოციდი ემუქრება“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია თითქმის განულებულია. პროფესორის შეფასებით, ინფიცირების დღევანდელი ციფრები საგანგაშოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას კორონა გენოციდი ემუქრება.     „მოსახლეობას ამ ციფრებმა უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან თამაში და ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც რომელ ახალ შტამს წამოიღებს ეს არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულად არ ვიქნებით, შესაძლებელია, ჩვენ მინიმუმ 7 ათასს…

მეტი...

„მე ვარ უკლებლივ ყველას მერი“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში მხარდაჭერისა და ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის მადლობას უხდის. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისი უყვარს, სიამოვნებს ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან დაიწყო.  „ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ მე ვარ უკლებლივ ყველას მერი. რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად. ეს მიდგომა არ არსებობდა 2017 წლიდან მოყოლებული და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე,…

მეტი...

ვირუსით 49 ადამიანის გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 818 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 673 640. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 185 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა, აჭარა – 229, იმერეთი – 1 148, ქვემო ქართლი – 417, შიდა ქართლი – 508, გურია – 183, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401, კახეთი – 553, მცხეთა-მთიანეთი – 124, სამცხე-ჯავახეთი – 163, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 61.

მეტი...

ვირუსით 6 024 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 58 291  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 6 024  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 818  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.33%.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  732 965-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.46%.

მეტი...

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აცხადებს რომ დახმარება დაკავშირებულია მათ ქმედებებზე

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით მორიგ კრიტიკას გამოხატას. ამჯერად, კირიტიკის მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამტკიცებაა. როგორც ელჩი განმარტავს, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მორიგი დახმარება დაკავშირებულია ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ მორიგ ნაბიჯებზე.    „საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ის მოჰყვა 12 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, რომელსაც ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს; დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50- ე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა. ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს,  რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი –საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“ – აცხადებს ელჩი.

მეტი...